in

შენი დროა! – რე|ბანკის საახალწლო ვიდეორგოლი

ალბათ, ერთხელ მაინც გადაგვიდია პატარა სურვილების თუ ოცნებების ასრულება. ველოდებით ორშაბათს, ვარჯიშის დასაწყებად, შაბათ-კვირას – გასასეირნებლად, დაბადების დღეს – საყვარელი ადამიანის გასახარებლად, ახალ წელს – წინასაახალწლო შეჯამებისა და ახალი მიზნების დასახვისთვის. ძალიან მარტივია ყოველდღიურობაში ჩაკარგვა და საკუთარი თავისთვის და ოცნებებისთვის დროისა და რესურსის დათმობა. კონკრეტული თარიღებისა და ადამიანების ლოდინში კი, დრო გადის. ახალი წლის ტრადიციული აღქმა, ადამიანებისთვის რაღაც ახლის საწყის წერტილად აღიქმება. ზოგჯერ, შეხსენება გვჭირდება, რომ ყოველდღიურობიდან ამოვიხედოთ და საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების გახარებაზე ვკონცენტრირდეთ. სულ ერთია, ეს სურვილები რა მასშტაბის არის. 
სწორედ, ამის გარშემო ტრიალებს რე|ბანკის კამპანია “შენი დროა!”, რომელზეც სააგენტომ FCB Artgroup Tbilisi იმუშავა.

 

ანი ზაქარეიშვილი, FCB Artgroup Tbilisi-ის მენეჯერი საქართველოში: “რასაც კამპანიით გადმოვცემთ არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა თარიღებს – 10 დეკემბერი იქნება, 26 აგვისტო, ახალი წლის ღამე, 00:00 თუ 14:36 – ნებისმიერი დრო შეიძლება იყოს იდეალური შენი ოცნებების ასახდენად! ამ კამპანიით გვინდა ვთქვათ, რომ საწყისი წერტილი შეიძლება ნებისმიერი დღე იყოს და ის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წლობით ვგეგმავთ და ხშირად უსასრულოდ გადავდებთ ხოლმე, ბევრად მარტივად და სასიამოვნოდ შეიძლება ვაქციოთ. რე|ბანკთან თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის მანძილზე, ჩვენი სტრატეგიაა, ადამიანების ყოველდღიურობაში შემოვიტანოთ ის ჯადოსნურობა, რომელიც, თითქოსდა, მხოლოდ ახალ წელს ან კონკრეტულ თარიღებში უნდა ხდებოდეს. ბრენდის იმიჯიც გამბედავად გვეუბნება იმას, რომ ვიყოთ “DOer”-ები ანუ “მკეთებლები” და არა მხოლოდ მეოცნებეები და მგეგმავები. რე|ბანკის სლოგანი “ცვლილებებისთვისაც” სწორედ ამ გამბედაობასა და სულისკვეთებას მოიაზრებს!

ტოპ|ქარდის განვადების ბარათი ზუსტად ამის საშუალებას გვაძლევს – მარტივად მივაღწიოთ ყველაფერს, რაზეც ვოცნებობთ და ვაქციოთ ეს რეალობად! საახალწლოდ სხვა მრავალ სიახლესთან ერთად, 24დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ტოპ|ქარდით განხორციელებულ ყველა შენაძებზე გაორმაგებული ვადები მოქმედებს! რაც დარწმუნებულები ვართ, ბევრი მომხმარებლისთვის სასიხარულო და მამოტივირებელი გახდება ყველა სურვილის ასრულებისთვის!”

კრედიტები:

სააგენტო: FCB Artgroup Tbilisi
დამკვეთი: რე|ბანკი

პროექტის ხელმძღვანელი: ანი ზაქარეიშვილი
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: თათია დოლიძე
არტ დირექტორი: ირა კიმბერგი
გრაფიკოსი: გიორგი ფიფია
რეჟისორი: დეივიდ ჯიბლაძე
აღმასრულებელი პროდუსერი: Akka York
ტექნიკური პროდუსერი: ჩაპო
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ქორიძე
რეჟისორის ასისტენტი: ნუცა ზანგურაშვილი
დამდგმელი მხატვარი: თეო თიგიშვილი
დამდგმელი მხატვრის ასისტენტი: მამუკა ესაძე
რეკვიზიტორი: გიორგი გოგორიკიძე
კოსტუმების მხატვარი: სალომე სოხაძე
ლოკაციის მენეჯერი: ირაკლი გვიშიანი
ქასთინგ მენეჯერი: ტასო ოქროპირიძე
ქასთინგ ასისტენტი: ზურა შარვაძე
გრიმი: სოფო მაჭავარიანი
თმის სტილისტი: გიგა გოგაძე
კამერამენი: პაატა გელაშვილი
DIT: ნიკოლოზ ღოღობერიძე
ლოჯისტიკა: მამუკა კოპალეიშვილი, გელა დოდაშვილი, დავით თორდუა, დავით ოსმანოვი, გიორგი ხაჩიძე, ლაშაგიორგი სვანიშვილი, ლაშა შაკაშვილი
გაფერი: გიორგი მარსაგიშვილი
ფოკუს ფულერი: გივი თუხარელი
გრიფი: გოგა ჭანტურია, იურა
განათება: ცოტნე მარსაგიშვილი, მიშა გვალია, გიორგი გოგბაიძე, ბექა ხარაიშვილი

მსახიობები: ელენე ჩხაიძე, გიორგი ყორყანაშვილი, ქეთი დიდმანიძე, ლაშა რობაქიძე, დევი ვაშაკიძე, ვახტანგ ზოიძე, მიხეილ არჯევანიძე

ყველაზე სწრაფი კვანტური მოწყობილობა

გაიცანი „მეამას“ ყავის სამყარო – ციფრული მოგზაურობა შენი გემოს აღმოსაჩენად