„ევროპის უნივერსიტეტი” ახალი კამპანიით ბრუნდება, რომლის მიზანია, აჩვენოს აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომ აქ ყველა მათი მხარდამჭერია.
„ეს შენი ევროპული სახლია“ – ამ ფრაზით ევროპის უნივერსიტეტი, სააგენტო Blueberg-თან ერთად, ხაზს უსვამს, რომ უნივერსიტეტი ევროპულ ღირებულებებს ატარებს და სტუდენტები აქ თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
განახლებული კონცეფციით შეიქმნა ვიდეორგოლი, რომლის გადაღება 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვიდეორგოლში მსახიობთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. კამპუსში გადაღებული რგოლი ზუსტად აჩვენებს იმ თანამედროვე გარემოს, რაც ახალგაზრდებს ევროპის უნივერსიტეტში დახვდებათ.
მის წარდგენაზე უნივერსიტეტის ეზოში აბიტურიენტები, სტუდენტები, ლექტორები და სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„შენი ევროპული სახლი” სწორედ ევროპის უნივერსიტეტში დაგხვდება, აქ ჩაბარებისას საშუალება გექნება, მიუახლოვდე ევროპულ ფასეულობებს, გეზი აიღო დასავლეთისკენ და გაცვლითი პროგრამებით იმოგზაურო ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ან შენთვის სასურველ სხვა ქვეყანაში.
ამ დროისთვის უნივერსიტეტი ხუთი კამპუსისა და საერთო საცხოვრებლისაგან შედგება და 5 ფაკულტეტს აერთიანებს.
აქ თანამედროვე ტექნოლოგიები, კომფორტული გარემო და შესაძლებლობებით სავსე სწავლება დაგხვდება. შეძლებ, შენს ნიჭს მისცე ზუსტი მიმართულება.
ზეტ თაობა ირჩევს ევროპულ სახლს, რაც სწორედ ევროპის უნივერსიტეტშია!
171 აირჩიე
#euშენიევროპულისახლი
გახსოვდეს, აქ ყველა შენი გულშემატკივარია!
ახლა კი ნახეთ ვიდეო, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში გამოგზაურებთ.