17
მაი
2018

ლუდთან ერთად მოსასმენი ისტორიები! – “ზედაზენის” კამპანია #შენიცხოვრებისისტორია

17 მაი 2018

ერთ მზიან დღეს, თბილისის ცენტრში მოსეირნე გამვლელები, იქვე, საგანგებოდ მოწყობილ ადგილას, ლუდის დასაგემოვნებლად მიიწვიეს. საყვარელი სასმლის გასინჯვამ და საუბარმა ექსპერიმენტის მონაწილეებს საინტერესო ისტორიები გაახსენა, თუმცა ვინ წარმოიდგენდა, თუ ყოველივე ეს “ზედაზენის” კამპანიის ნაწილი იქნებოდა და მეტიც, ამ ისტორიების შესახებ ვიდეორგოლებს გადაიღებდნენ? კამპანია, ვიდეორგოლების სერიის გარდა, მოიცავდა შეფუთვის ცვლილებასაც. დეტალების შესახებ, “ზედაზენის” ლუდის ბრენდ მენეჯერს, მიხეილ ქურდაძეს ვესაუბრეთ.

 

M: რა მიზანი აქვს კამპანიას? რისი თქმა გსურდათ?

საჭირო იყო ისეთი რამის მოფიქრება, რაც ხაზს გაუსვამდა კიდევ ერთხელ ჩვენი ლუდის გემურ თვისებებს მათ პრეფერენციას და იდენტობას ხარისხთან. ასევე  მის ისტორიას, რადგან ამდენი წლის მანძილზე, ზედაზენის ლუდის ირგვლივ ბევრი ისტორია და ემოცია დაგროვდა. კამპანია უნდა ყოფილიყო ავთენტური, სადაც ჩვენი მომხარებელი მიიღებდა მონაწილეობას.  აქტიური კონსულტაციების და მუშაობის შედეგად არჩევანი სააგენტო Film Asylum-ზე შეჩერდა. ჩვენი და მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი, მივიღეთ კამპანია „შენი ცხოვრების ისტორია“, რომელიც გვინდა, რომ ბრენდის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მესიჯად შენარჩუნდეს.

 

M: რა განხორციელდა კამპანიის ფარგლებში?

იდეა მდგომარებოდა შემდეგში: თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც ფეხით მოსიარულე ადამიანიების დიდი ნაკადია, ჩავატარეთ ექსპერიმენტი. კერძოდ, გამვლელებს ვეპატიჟებოდით წინასწარ მომზადებულ სპეციალურ ადგილას, ლუდის დეგუსტაციაზე და ვასინჯებდით ლუდ “ზედაზენს”, ოღონდ, ეტიკეტის გარეშე. პირველ ეტაპზე, ვთხოვდით, დაეხასიათებინათ ლუდის გემური თვისებები. როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ. ლუდის დახასიათების შემდეგ კი, ვთხოვდით გაეხსენებინათ საკუთარი ახლო წარსულიდან ნებისმიერი ისტორია, რომელიც ლუდის ამ გემომ მოაგონა. საკმაოდ ბევრი მონაყოლიდან,  შევარჩიეთ სამი განსხვავებული თაობისა და შინაარსის ისტორია, რომელიც გადავიღეთ. ისტორიის ავტორები კი ლუდის განახლებული შეფუთვის პრეზენტაციაზე მოვიწვიეთ, სადაც ჩვენს ლუდთან ერთად ღონისძიების მთავარი გმირები სწორედ ეს სტუმრები აღმოჩდნენ. მომზადდა ვიდეო ქეისი და სამი დამოუკიდებელი ვიდეო ისტორია.

 

M: რამდენიმე სიტყვით რებრენდინგზეც. რა შეიცვალა რებრენდინგის ფარგლებში და რასთან დაკავშირებით განხორციელდა ცვლილება? ვინ იმუშავა რებრენდინგზე?

რებრენდინგზე მუშაობისას ჩვენს გუნდს რამდენიმე ამოცანა ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განახლებულ შეფუთვას არ მოჰყოლოდა აღქმა, რომ შეიცვალა ლუდის გემო. როგორც არაერთი ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, ქართველი ლუდის მომხმარებლის პრეფერანცია ჩვენი ბრენდისადმი სწორედ მისი გემური თვისებებია: ზედაზენის წყაროს წყალი, რაც ჩვენი კომპანიის როგორც  სიამაყის საგანია ისე ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, და ევროპული ტრადიციების მიხედვით ხარშვის ტექნოლოგია. მეორე ამოცანას წარმოადგენს შეფუთვის გათანამედროვება, ამასთან, არსებულთან არარადიკალური ცვლილების ხარჯზე. რებრენდგინზე მუშაობა რამდენიმე სააგენტოში, როგორც ქვეყნის შიგნით, ის მის ფარგლებს გარეთ პარალელურად მიმდინარებოდა. კვლევების შემდეგად კი, 2018 წლის აქტიურ სეზონს ლუდი ზედაზენი სწორედ წარმოდგენილი შეფუთვით შეხვდა, რომლის საბოლოო დიზაინებზე კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა იანა პოლევანსკაიამ და სალომე ხუბუნაიამ იმუშავეს. შეიცვალა როგორც ეტიკეტის ვიზუალი და ფორმა ისე ქილის, შუშის ბოთლისა და პლასტიკატის ბოთლების ფორმები და დიზიანები.

M: კიდევ რას აქტივობას გეგმავთ კამპანიის განმავლობაში?

კამპანიის ფაგლებში, ვგეგმავთ დამატებითი სერიების გადაღებას, ისტორიების შეგროვებას კი უკვე სოციალური ქსელიდან. ნებისმიერი მსურველის ისტორია შეიძლება იყოს შემდეგი, საკამარისია შექმნას ჰეშთეგი #შენიცხოვრებისისტორია და მოყვეს ახლო წარსულიდან ლუდთან დაკავშირებული მისი თავგადასავალი. წელს საკმაოდ აქტიური წელია ლუდის სამომხარებლო ბაზრისათვის, ჩვენი ლუდების პორტფელი კი მრავალფეროვანი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კიდევ სხვა ბევრ საინტერესო კამპანიებს შევთავაზებთ ლუდის მომხარებლებს.

 

Agency. Film Asylum
იდეის ავტორები. თაზო ნარიმანიძე, ლევან სიხარულიძე
პროდიუსერები: ნიკა გუგუშვილი, ვაკო კირკიტაძე
რეჟისორი: გიორგი ქობალია
ოპერატორი: დიტო დეკანოსიძე
1st AD – მარიამ დვალიშვილი
მუსიკა: ლევან შანშიაშვილი
ხმა: ირაკლი ივანიშვილი
მხატვრები: Fourk group.\
ფერის კორექცია UPP
CG ლუკა ჯღარკავა
Gaffer რომა გუჯაბიძე
[R]

განხილვა