28
Dec
2018

ურბანული ინიციატივების კონკურსი “შენი უბნის იდეა”

28 Dec 2018

ორგანიზაცია “იარე ფეხით” ურბანული ინიციატივების კონკურსს აცხადებს, სახელწოდებით “შენი უბნის იდეა”. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვისაც სურს პოზიტიური ცვლილებები ქალაქში, აქვთ იდეა, რომელსაც საკუთარ უბანში განახორციელებდნენ, რაიმე პრობლემას გადაჭრიდნენ თავისსავე სამეზობლოში და სხვა. მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და მიიღონ ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა ადგილობრივი ინიციატივის განხორციელებისათვის.

ინიციატივა შესაძლოა შეეხებოდეს გამწვანებას, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი სივრცეების, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან ნებისმიერი სხვა საერთო სარგებლობის ადგილის კეთილმოწყობას თბილისში.

მონაწილე უნდა ცხოვრობდეს თბილისში და იყოს 16 წელზე მეტის (16 წლამდე განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ მშობლების თანხმობა).

როგორ წარმოადგინო განაცხადი?

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი.

ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული ინიციატივის ავტორი 2019 წლის 25 იანვარს გამოვლინდება.

თითოეული ინიციატივისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ბიუჯეტია – 1400 ლარი.

ორგანიზაცია მხარდაჭერას გაუწევს გამარჯვებულებს ინიციატივების განხორციელების პროცესში.

განაცხადის გასაგზავნად და დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

განხილვა