in

საბავშვო წიგნები „შენია“ თურქეთის ბაზარზე გავიდა

შენია“ თურქეთის ბაზარზე შევიდა და როგორც თავად ამბობენ, დაიწყო მისი გლობალურ ბრენდად გარდაქმნა. Shenia ეს არის პერსონალური საბავშვო წიგნები, სადაც თქვენი პატარები ზღაპრის მთავარი გმირები ხდებიან.

https://www.facebook.com/shenia.ge/photos/pcb.567266703946242/567266440612935/?type=3&theater

 

ყველაფერი კი არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო.

ჩვენ ვართ 2 მეგობარი ბევრი ინტერესითა და ფასეულობით, თუმცა ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება ჩვენი საერთო ინტერესებიდან ყველაზე მთავარია. ჩვენი იდეის განხორციელების ინსპირაცია ორი პატარა და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან, 2 წლის მაშოს და 9 წლის ნიკოლიზისგან, მივიღეთ. თავიდან ამბავი ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარებით დაიწყო: ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვური ინტერესები, უცნაური ქცევები და კვინტილიონი კითხვა, რომლებზეც თვითონ გვიჭირდა სწორი პასუხების მოძებნა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებდა რაღაც განსხვავებული მიდგომის შემუშავებაზე, ისეთი საშუალების მოძებნაზე, რითიც პატარები უკეთ გაიაზრებდნენ სამყაროს, აღიქვამდნენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მთლიანად გარემოს, კარგსა და ცუდს, სიკეთესა და ბოროტებას. ამ გზების ძიებამ პერსონიფიცირებული საბავშვო წიგნების შექმნამდე მიგვიყვანა“.

CES-ის კოლაბორაციული ალბომი, რომელმაც 13 ქართველი მუსიკოსი გააერთიანა

3 რჩევა, თუ როგორ უნდა იკონტაქტოთ თქვენი გუნდის წევრებთან კრიზისის პერიოდში