in

„შენია“: „მივხვდით, რომ მომხმარებლების გულის გასაღები გვეჭირა ხელში“

Startauperi
Startauperi

„შენიას“ კომერციალიზაციიდან ერთ კვირაში, სრულიად უცხო ადამიანები, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, გვწერდნენ წერილებს, სადაც ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას ჩვენი შეთავაზების მიმართ, გვიხდიდნენ გულწრფელ მადლობას და არ იშურებდნენ რეკომენდაციებს მეგობრებთან თუ კოლეგებთან. მაშინ მივხვდით, რომ მომხმარებლების გულის გასაღები გვეჭირა ხელში.

„შენიას“ შევადარებდი ახალშობილ ბავშვს, რომელმაც დაბადების პირველი წუთებიდან თითქმის არაფერი იცის, მაგრამ სწრაფად ითვისებს ახალ უნარებს, სწავლობს საუბარს, სიარულს, ეჩვევა დამოუკიდებლობას. ასე დავიწყეთ ჩვენც, სამი წლის წინ. მხოლოდ ერთი პერსონალური წიგნი გვქონდა, დღეს – რვა. წიგნების შექმნა მხოლოდ ქართულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ქართულთან ერთად, ინგლისურ და თურქულ ენებზეც შესაძლებელია „შენიას“ ზღაპრების შეძენა. ვებგვერდიც სამენოვანი გახდა. თუკი თავიდან მხოლოდ რამოდენიმე დიდ ქალაქში შეგვეძლო პროდუქტის მიწოდება, დღეს, საქართველოს ყველაზე მიუვალ სოფელშიც კი მივუტანთ წიგნს. მომხარებლების წახალისების მიზნით, რამდენიმე ზღაპრის შეძენისას, ღირებულებას ავტომატურად აკლდება 10, 15 და 20%.

საქმიანობის საწყის ეტაპზე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მედიის მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებზე ინტეგრირება, როლებიც ჩვენი პოტენციური  მომხმრებელების დიდ ნაკადებს უზრუნველყოფს. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა მარკეტერი. სტარტაპერის რუბრიკაში „შენიაზე“ არაერთხელ დაიწერა და ითქვა. შეიძლება ითქვას, რომ დიდმა აუდიტორიამ სწორედ ამ პლატფორმის საშუალებით შეიტყო „შენიას“ შესახებ. სტარტაპერებისთვის მსგავსი მხარდაჭერა დიდი ფუფუნებაა, რადგან რესურსები ყველას შეზღუდული გვაქვს. მსგავსი კომუნიკაცია კი მნიშვნელოვანია ცნობადობის გასაზრდელად, რაც გაყიდვებზე დადებითად ზემოქმედებს.

ნებისმიერი სტარტაპი, იდეის ავტორებისთვის შვილივითაა. შვილები კი უპირობოდ გვიყვარს და ვფიქრობთ, რომ ისინი იმდენად იდეალურები არიან, ყველას სიყვარულს იმსახურებენ. ჩვენც ეს გზა გავიარეთ. ვიცოდით, სიყვარული მორევში გადაშვების ცდუნება დიდი იქნებოდა და ეს რაღაცეებში ხელისშემშლელი გახდებოდა ჩვენთვის, მაინც ვერ მოვახერხეთ დისტანცირება. საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ „შენიამ“ ძალიან ბევრ დედას, მამას, დეიდას, ბიძას, ნათლიას, ბებია-ბაბუას შეაყვარა თავი. ამის დასტურია ის უამრავი სამადლობელი შეტყობინება, რომელსაც პერიოდულად ვიღებთ და ასევე, ლოიალური მომხმარებლების დიდი არმია, ვინც არა ერთ, არამედ რამდენიმე პერსონალურ წიგნს უკვეთავს ბავშვებისთვის.

Everyone can be the hero of his own life story – ესაა ჩვენი ბრენდის ფილოსოფია – შთავაგონოთ ბავშვები და დავარწმუნოთ საკუთარ შესაძლებლობებში, ვაქციოთ ისინი ნამდვილ გმირებად, რომელთაც შეუძლიათ მეგობრის თანაგრძნობა, დახმარება, დაჩაგრულის დაცვა, უპირობო სიყვარული, ზრუნვა და ემპათია.

 

#სტარტაპერი5წლისაა

მძიმე მეტალის ხმებით ვისკი დააძველეს!

საბედისწერო შეცდომა, რომელმაც Kodak-ის ბედი გადაწყვიტა