in

„ცისარტყელას ფირით“ შენობებისა და მანქანების გაგრილებას შეძლებენ

ალბათ, ზაფხულში თქვენი საუკეთესო პარტნიორი მხოლოდ ჰაერის კონდიციონერია… შესაძლოა, იმასაც ხშირად ამბობთ, რომ ასეთი სიცხეები ადრე არ ყოფილა და ეს კლიმატური ცვლილების შედეგია… სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი? ან საერთოდ, როგორ გავგრილდეთ?! — მეცნიერები ცისარტყელას ფერებიან მარტივ ფირს გვთავაზობენ

M2
M2

კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორების სილვია ვიგნოლინისა და ქინჩენ შენის ბრჭყვიალა, გარდამავალი ფერების მქონე ფირი ძირითადად მცენარეებისგან არის დამზადებული და რაც უფრო დიდხანსაა მზის სინათლეზე, მით უფრო გრილი ხდება. მატერია ცელულოზის ნანოკრისტალებისგან შედგება და გამაგრებულია პლაზმით, რათა უკეთ მიეკრას ზედაპირებს. ამას კი PDRC კონცეფციით ახერხებს: ზედაპირები სითბოს სივრცეში გამოყოფს, ჰაერიდან მისი შეწოვის გარეშე. შედეგად, მატერია ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით ამცირებს, თანაც, არც ელექტრული მუხტი სჭირდება. 

მეტიც, იმასაც ამბობენ, რომ ამ ფირის გამოყენება სენსორის მსგავსად შეიძლება — გარემოში არსებულ ნაერთებს, მაგალითად, სმოგის მოლეკულებს დაადგენს… გარდა იმისა, რომ მატერიას როგორც ჩვენთვის, ისე გარემოსთვის, სარგებლის მოტანა შეუძლია, მოდით, ვაღიაროთ, თვალისთვისაც სასიამოვნოდ გამოიყურება. მისი შენობის ფასადებსა თუ მანქანებზე გამოყენების წინააღმდეგი, ალბათ, არც არავინ იქნება…

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა