in

„შენთან ერთად ვქმნით თიბისის“ — როგორია ახალი ვიდეორგოლის კონცეფცია?

„შენთან ერთად ვქმნით თიბისის“ — ასეთია თიბისის ახალი გზავნილი მომხმარებლებისთვის, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ვიდეორგოლი შეიქმნა, რომელზეც სააგენტო ვინფორსმა და ენკენმა იმუშავეს. მასში  აშკარად ჩანს, რა როლი აქვთ მომხმარებლებს და თიბისის თანამშრომლებს ერთად ახალი იდეების განხორციელებაში…

კამპანიის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი თიბისის ბრენდის გამოცდილების კომუნიკაციის ხელმძღვანელი, ნუკა შევარდნაძე გვაწვდის.

M: ნუკა, როგორ შეესაბამება ახალი კამპანია თიბისის მთავარ ამოცანას და მისიას?

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ამ მისიაში მთავარ როლს თამაშობს ის გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელს ვახვედრებთ შეხების ნებისმიერ წერტილში. თითოეული პროდუქტი და სერვისი შთაგონებულია მომხმარებლების უკუკავშირით და მათი უშუალო მონაწილეობით იქმნება. კამპანიაც სწორედ ამ მესიჯის მატარებელია, რომ აღარ არსებობს ზღვარი მომხმარებელსა და თანამშრომელს შორის. სამყაროში, რომელშიც ასე აქტიურად შეგვიძლია უკვე ერთმანეთში ინტერაქცია, ჩვენ მართლა ერთად ვქმნით თიბისის. 

M: საინტერესოა, როგორ გაჩნდა ვიდეორგოლის შექმნის იდეა? 

რამდენიმე თვეა, თიბისიში მარკეტინგის და მომხმარებლის გამოცდილების გუნდები გავაერთიანეთ და შევქმენით ახალი, ბრენდის გამოცდილების მიმართულება. ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რაც შეიძლება უკეთ აგვესრულებინა ყოველდღიურობაში ბრენდის დაპირება. TBCX, იგივე თიბისის გამოცდილება, არის ყველაფრის ერთობლიობა, რასაც მომხმარებელი განიცდის ჩვენს ბრენდთან ნებისმიერი ურთიერთობისას. ამ გამოცდილებას კი რეალური ადამიანები ქმნიან — ჩვენი გუნდის წევრები და თავად მომხმარებლები. კამპანიის მიზანიც აღნიშნული თანამშრომლობის ჩვენება და ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურების სურვილის გამოხატვაა.

M: როგორც ვიცით, ვიდეორგოლში მსახიობების ნაცვლად რეალური თანამშრომლები მონაწილეობენ… რატომ გადაწყვიტეთ ასე?

გვინდოდა, გვეჩვენებინა რეალობა. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მომხმარებელი არის ბრენდის თანაშემოქმედი და, ვთხოვთ, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, მისთვისაც მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ვფიქრობთ, ბრენდების თანამედროვე კომუნიკაცია აუცილებლად მეტად რეალისტური უნდა იყოს. ჩვენ აღარ ვართ იმ დროში, როდესაც ცალმხრივად ვესაუბრებოდით მომხმარებლებს სატელევიზიო რეკლამებიდან, ახლა ჩვენი ურთიერთობა ინტერაქციულია და, ხშირ შემთხვევაში, მართლა პირადად ვიცნობთ ერთმანეთს. ამ ყველაფერში კი მხატვრულობა აზრს კარგავს. 

M: რას აკეთებს თიბისი იმისათვის, რომ მომხმარებელზე ორიენტირებულობა შეიმუშაოს? რა გაქვთ ამ მიმართულებით გაკეთებული?

როგორც ვახსენე, შეიქმნა ბრენდის გამოცდილების მიმართულება, ასევე დავამატეთ CX პარტნიორის როლი. ეს ადამიანები თითოეულ გუნდში არიან „მივლენილი“ და მათი ამოცანაა, ამ გუნდებში მომხმარებლის ხმა ისმოდეს ყველაზე ხმამაღლა — დაგროვილი უკუკავშირი მიიტანონ მათთან, გაანალიზონ და ერთად იმუშაონ, რომ მთავარი კითხვა, რასაც თითოეული პროდუქტის შექმნისას თავს დავუსვამთ, იყოს: როგორ გაუმარტივებს ის ადამიანს ცხოვრებას? ჩვენ ვაწყობთ ერთგვარ ჯაჭვს, რომელიც იწყება მომხმარებლის ხმის მოსმენით, უკუკავშირის შეგროვებით. აქ დიდი როლი აქვს ე. წ. social listening-ს. სხვადასხვა არხიდან შემოსული მოსაზრებები, თხოვნები, მოთხოვნები იკრიბება და სწორედ მომხმარებლის გამოცდილების პარტნიორების დახმარებით მიდის შესაბამის გუნდებამდე. შემდეგ ეს გუნდები აპრიორიტეტებენ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც ყველაზე მეტად სტკივა ჩვენს მომხმარებელს, ქმნიან ახალ და გაუმჯობესებულ პროდუქტებს. აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიზაინ ფიქრის მეთოდებს. საბოლოო ჯამში, ახალ პროდუქტს აფასებს ისევ მომხმარებელი და მისი მოსაზრების მიხედვით, იხვეწება.

M: დაბოლოს, როგორია სამომავლო გეგმები?

საუკეთესო გამოცდილების შექმნა არის უწყვეტი პროცესი, რომელიც იწყება მოსმენით, გრძელდება პროდუქტის შექმნით, შემდეგ ისევ ვაგროვებთ უკუკავშირს და ასე დაუსრულებლად. რაც 5 ან თუნდაც 2 წლის წინ ითვლებოდა კარგ მომსახურებად, დღეს უკვე ასე აღარ არის. ინოვაციური ტექნოლოგიები ჩვენ უფრო მომთხოვნ მომხმარებლად გვაყალიბებს და ყოველ ჯერზე მეტი მოლოდინი გვაქვს ბრენდებისგან. ამიტომ სწორი ნაბიჯი ბრენდის მხრიდან არის, რომ მომხმარებელი ჩართოს ამ მუდმივი განვითარების პროცესში. ჩვენ სწორედ ამ კომუნიკაციის არხების გაუმჯობესებას და კიდევ უფრო აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ მომხმარებლებთან. 

[R]

ნახეთ: როგორია ტრანსფორმერი დინამიკი

ძილი, როგორც ღრუბლებში – ჯანსაღი გამოძინებისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი