ალბათ, ბევრისათვის სიახლე არ არის ის ფაქტი, რომ თიბისის განვითარების მთავარ იდეას უწყვეტი ციკლი წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლის აზრის მოსმენით იწყება. შემდეგ ამ უკუკავშირის მიხედვით იქმნება ახალი პროდუქტი თუ სერვისი, ან უმჯობესდება არსებული. ამ ჯაჭვის მეშვეობით მომხმარებელი თიბისის ბრენდის თანაშემოქმედი ხდება.
ახალი საკომუნიკაციო კამპანიის გზავნილიც სწორედ ამ იდეის ირგვლივ ტრიალებს, რომელშიც აშკარად ჩანს, რა როლი აქვთ მომხმარებლებს და თიბისის თანამშრომლებს ერთად ახალი იდეების განხორციელებაში. კამპანიის სახელიც შესაბამისია — „შენთან ერთად ვქმნით თიბისის“.
კამპანიის საკომუნიკაციო სტილი სიახლეა ქართულ კრეატიულ სივრცეში. ის მაქსიმალურად გახსნილი და გულწრფელია, ახალი კამპანიისთვის შექმნილ ვიდეოში მსახიობების ნაცვლად რეალურ თანამშრომლებს და მომხმარებლებს ვხედავთ, ხოლო მხატვრული სცენარის ნაცვლად — რეალურ პროცესებს და შიდა სამზარეულოს.