ნებისმიერი დღის საუკეთესო დასასრული ძილის წინ კარგი წიგნია. ასეთ დროს კითხვა არაჩვეულებრივი საშუალებაა, როგორც განტვირთვისთვის, ასევე მშვიდი ძილისთვისაც. გამომცემლობა Kinokuniya-მ წიგნების მოყვარულებს ძალიან საინტერესო, თანაც ორიგინალური პრინტ კამპანია წარმოუდგინა. პოსტერების შექმნაზე JWT-მ იზრუნა და მშვენივრად მოახერხა იმ იდეის განხორციელება, რაც გამომცემლობას ჰქონდა. აი, თურმე რა ხდება, როდესაც ღამე შექსპირის გენიალურ პოემებს, დიკენსის არაჩვეულებრივ ნოველებს ან სხვა დიდი მწერლების შედევრებს ვკითხულობთ.