19 ოქტომბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ ცნობილი იტალიური ჯაზ-ბენდი Sugarpie & The candymen ეწვევა. საღამო სასტუმროს ბოლო, მეათე სართულზე, რესტორან ATI-ში გაიმართება, სადაც სტუმრებს გურმანებისთვის კარგად ცნობილი შეფი გიორგი ნინუა საკუთარი მენიუთი გაუმასპინძლდება.
“სტუმრები ჯაზით, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული კერძებით, ალკოჰოლითა და რესტორნის პანორამული ხედით ძველ თბილისზე დაუვიწყარ საღამოს გაატარებენ.”
ჯაზ–ბენდი Sugarpie & The Candyman 2008 წელს ქალაქ პიაჩენცასა და კრემონაში ბაზირებულმა ხუთმა მუსიკოსმა ჩამოაყალიბა. მათ ჰარმონიაში მოიყვანეს სვინგის, ჯიფსი ჯაზის, სოულისა და პოპის სინთეზი და ჯგუფს განსაკუთრებული, ორიგინალური მუსიკალური ჟანრის ელფერი მისცეს. ბენდი იტალიისა და ევროპის მთავარ ჯაზ-კლუბებში გამოდის.
ბილეთის ფასი ერთ პერსონაზე 150 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის ყველა გადასახადი და მოიცავს შეფის მიერ შედგენილ მენიუსა და სასმელს ულიმიტოდ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ.
[R]