in

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ Bureau Veritas-ის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმაBureau Veritas-ის “SAFE GUARD” უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო. ეს ნიშნავს, რომ სასტუმრომ გაიარა დამატებითი შემოწმება და რესურსები, პროცედურები თუ პროცესები, რაც მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის დასაცავად და აკმაყოფილებს „ბიურო ვერიტასის“ ყველა სტანდარტს. SHERATON GRAND Metechi Palace ერთ-ერთია იმ სასტუმროებს შორის, რომელმაც დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო.

bog
bog-mob

„ ჩვენთვის სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. შესაბამისად, გარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისა, ჩვენ გავიარეთ რამოდენიმე ეტაპიანი შემოწმება და მივიღეთ დამოუკიდებელი ექსპერტის Bureau Veritas-ის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატი. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ასევე, დაცულია Marriott International-ის მიერ ჰიგიენისა და უსაფრთხოების შესახებ გაცემული ყველა რეკომენდაცია”.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ გახსნილია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სტუმრების მიღებას.

 

 

[R]

გეცნობათ ეს პერსონაჟები 90-იანებიდან? – TAmOonz-ის 13 ილუსტრაცია

საქართველოში ელექტრო დეზინფექციის აპარატის წარმოება იგეგმება – STERILEPro UV03