in

“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” დასაქმების ფორუმს გამართავს

“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 150 სხვადასხვა პოზიციაზე 250 -მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. დასაქმების ფორუმზე მისულ ხალხს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ არსებული ვაკანსიების შესახებ, გაიცნონ სასტუმროს წარმომადგენლები, ასევე დაუსვან კითხვები აღნიშნული ვაკანსიების შესახებ, რითიც უკეთესად განსაზღვრავენ, რომელ სამუშაო ადგილზე უნდათ დასაქმება.

BOG
BOG

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 2019 წლის მარტში განახლებული სახით გაიხსნება. სასტუმრომ გადაწყვიტა, დასაქმების ფორუმის მეშვეობით აიყვანოს პერსონალი. მსურველებს ფორუმში მონაწილეობა შეეძლებათ 9 დეკემბერს,  10:00 საათიდან 20:00 საათამდე. მონაწილეობის შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ CV, მანამდე კი უნდა გაიაროთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

 

2018 წლის 7 ყველაზე ცუდი მარკეტინგული კამპანია

ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ კიდევ 2 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია