in

როგორ ეხმარება გლობალური კამპანია She’s Next, Empowered by Visa ქართველ ქალ ანტრეპრენერებს განვითარებაში?

გლობალური კამპანია She’s Next, Empowered by Visa, 2019 წელს, აშშ-ში დაიწყო. მისი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და ქალი მეწარმეების გაძლიერებაა, მრავალფეროვანი რესურსებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების შეთავაზების გზით.

She’s Next საქართველოში უკვე მესამე წელია ხორციელდება. დღემდე, 1000-ზე მეტი ქალი გააერთიანა. წელს, პროექტის ფარგლებში, ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად, გაიმართა Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსი, სადაც გამოვლინდა ორი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს 25,000 გადაეცა, და მეორე ადგილზე გასულ ფინალისტს კი – 15,000 ლარი. როგორ ცვლის She’s Next ქალი მეწარმეების ყოველდღიურობას საქართველოში და როგორია განვითარების დინამიკა, ამ სამი წლის განმავლობაში, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში, დიანა კიღურაძემ გვიამბო.

M: She’s Next უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. რა შეცვალა ამ პროექტმა მეწარმე ქალების ყოველდღიურობაში?

დიანა კიღურაძე

პირველი და ყველაზე საგრძნობი ცვლილება, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, ადგილობრივი ქალი მეწარმეების ძლიერი გაერთიანების შექმნაა. დღესდღეობით, She’s Next, Empowered by Visa საქართველოში 1000-ზე მეტ ქალს ითვლის. ეს არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ქალების გაერთიანებაა, არამედ ერთმანეთის მხარდაჭერის, გაძლიერებისა და უკუკავშირის პლატფორმაა, რადგან She’s Next გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული კამპანიითა თუ აქტივობით. ის ქმნის ქალთა მეწარმეობის განვითარებისა და მხარდაჭერის უნიკალურ პრეცედენტს გრძელვადიან პერსპექტივაში. 

კამპანიის მიღწევებიდან და გამოწვეული ცვლილებებიდან, ასევე, გამოვყოფდი ქალებს შორის ბიზნესსამყაროში თავის დამკვიდრების მზარდ ინტერესს. ეს ნათლად გამოჩნდა კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, როდესაც კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. ეს სწორედ Visa-ს ჩართულობითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ქალების სამეწარმეო ინტერესი, მზადყოფნა და უნარები ნამდვილად ახალ საფეხურზე ავიდა, რაც სიამაყის მიზეზთან ერთად, Visa-ს არჩეული გზის შემართებითა და ერთგულად გაგრძელების საფუძველს აძლევს.

M: მიმოვიხილოთ, როგორ ეხმარება She’s Next პროექტის მონაწილეებს?

ქვეყნის ბიზნესსექტორში გენდერული სიცარიელის შესამცირებლად განხორციელებული აქტივობები ქალი მეწარმეების დახმარებისკენ მიმართული ერთ-ერთი უმთავრესი ნაბიჯია. როგორც მოგეხსენებათ, განვითრებად ქვეყნებში ქალებისთვის სხვადასხვა სასწავლო თუ პრაქტიკულ რესურსზე წვდომა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. შესაბამისად, Visa-მ საქართველოში კამპანიის საწყის ეტაპზე განხორციელებულ კვლევაზე დაყრდნობით გამოკვეთა ის საკვანძო საჭიროებები, რომლებიც ქალი მეწარმეებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იყო და მათ შესთავაზა უფასო სასწავლო თუ მენტორული ტრენინგ კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ბრენდინგის, მარკეტინგისა და ახლა უკვე, ფიჩინგის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. 

Visa-სთვის პრიორიტეტად რჩება ქალი მეწარმეების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელება და მათი აღჭურვა თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული ცოდნითა და უნარებით, რადგან ქალთა მეწარმეობის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების საწინდარია.

M: რა აქტივობები ხორციელდება პროექტის ფარგლებში და რით იყო წლევანდელი She’s Next განსხვავებული?

ჩვენთვის, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული თითოეული აქტივობა განსაკუთრებულია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მათში უდიდესი ემოციური და მატერიალური რესურსია ჩადებული. 

Visa-ს აქტივობები, She’s Next კამპანიის ფარგლებში, უმეტესწილად კონცენტრირდება საგანმანათლებლო ინიციატივებზე, ქალი მეწარმეებისთვის სხვადასხვა რესურსის, ინვესტიციისა და გამოცდილების შეთავაზების გზით. ბოლო სამი წლის განმავლობაში, არაერთი ტრენინგი თუ საკონსულტაციო შეხვედრა დავაორგანიზეთ და ყოველ ჯერზე მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს გამოცდილება თითოეული ქალისთვის იყოს პროდუქტიული და სრულად მორგებული კონკურენტუნარიან ბიზნესგარემოზე. 

გასული წლის She’s Next-ის კამპანიის ფარგლებში, მეწარმე ქალებმა შეისწავლეს ბიზნესის სტრატეგიის დაგეგმვა. წელს კი, სექტემბერში დავბრუნდით საქართველოში კამპანიის მესამე ტალღით და პარტნიორ ბიზნესფედერაციასთან ერთად „ქალები მომავლისთვის“ გამოვაცხადეთ ბიზნესკონკურსი ქალი მეწარმეებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს წარმატებული ბიზნესისთვის ისეთი საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტი შევასწავლეთ, როგორიც ფიჩინგის ტექნიკაა და გამოვყავით ფულადი პრიზები, რაც ბიზნესის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ასევე, მინდა აღვნიშნო კოლაბორაცია 5 ქართველ ქალ მეწარმესთან. მათი ჩართულობით She’s Next Ambassador-ების ინსპირაციული ვიდეო სერიები გავუზიარეთ საზოგადოებას, სადაც თავიანთი ბიზნესის შექმნის ისტორიას და გამოცდილების შესახებ გვიყვებიან. მჯერა, რომ მსგავსი კომუნიკაცია ერთგვარი ბიძგის მიმცემია მათთვის, ვასაც ჯერ ვერ გადაუწყვიტავს, შეაბიჯოს თუ არა ბიზნეს სამყაროში.

კონკურსების გარდა, ჩვენს უკვე პარტნიორ და She’s Next-ის ქსელში გაერთიანებულ ქალებს ჩართულობას ვთავაზობთ სხვადასხვა პროექტში და ვაწვდით საჭირო რჩევებს მათი ბიზნესების გაციფრულებისა და განვითარებისთვის.

M: ამ კონკურსს უკვე მესამე წელია აკვირდებით. როგორ განვითარდა კონკურსი, ბიზნესიდეების თვალსაზრისით?

მონაწილეები წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდებიან და ვითარდებიან. ამის დასტურად შემიძლია დავასახელო Visa Elevator Pitch კონკურსის როგორც შესარჩევი ეტაპი და კონკურსის დღე. საკმაოდ რთული სამუშაო გავწიეთ. ბიზნესფედერაციასთან ერთად, 10 საუკეთესო მონაწილის შერჩევისას, გამოწვევა არამხოლოდ მიღებული საკონკურსო განაცხადების რაოდენობა იყო, არამედ მათი მომზადების მაღალი დონე და ბიზნესკონცეფციების ეფექტურობაც.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შერჩევისას განმსაზღვრელი იყო წინასწარ გაწერილი შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. თავად კონკურსის დღეს და ორი გამარჯვებულის გამოვლენას რაც შეეხება, არც ეს ყოფილა მარტივი, რადგან თითოეული ფინალისტის პრეზენტაცია ძალიან კარგად მომზადებული, გამორჩეული და საინტერესო იყო. გაოცებული ვიყავით მათი ენთუზიაზმითა და საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულით.

M: პირადად თქვენთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის, რა კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი მონაწილეთა შეფასებისას?

კონკურსანტთა შეფასებისას, ჩემთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესიდეის პრეზენტაციისას მონაწილეები იყვნენ თავდაჯერებულები, მოტივაციითა და ენთუზიაზმით სავსენი და უმოკლეს დროში შეძლონ ჟიურის დარწმუნება მათი ბიზნესიდეის უნიკალურობასა და ინოვაციურობაში. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მონაწილემ გამოიყენოს ის თეორიული ცოდნა თუ პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც მათ კამპანიის ტრენინგების ფარგლებში ვთავაზობთ, რადგან ამის შედეგად ჩვენ ნათლად ვაფასებთ გაწეული სამუშაოს ნაყოფიერებასა და პროდუქტიულობას.

 

[R]

Disney-მ საშობაო ტრილოგიის ბოლო ნაწილი გამოაქვეყნა

როგორია ალფა თაობის კარიერული არჩევანი?