in

She’s Next in Design – ფიჩინგის კონკურსი გამოცხადდა

Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, აცხადებს კონკურსს ქალი მეწარმეებისთვის – She’s Next in Design, დიზაინ ინსტიტუტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ფიჩინგ კონკურსი She’s Next Empowered by Visa ინიციატივის მეხუთე ტალღის ფარგლებში ჩატარდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ქალი მეწარმეები კრეატიულ და ციფრულ ინდუსტრიაში, დაფინანსების, მენტორობისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებით. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ სამ კატეგორიაში:

  • ციფრული კრეატიული დიზაინი (ინტერიერის და გარემოს დიზაინი

არქიტექტურული ვიზუალიზაცია, UI & UX დიზაინი, მოძრავი გრაფიკა და ანიმაცია, AR/VR გამოცდილების დიზაინი)

  • ციფრული პროდუქტები (პროგრამული უზრუნველყოფა & აპლიკაციები

გეიმინგი & ვირტუალური გამოცდილება, ციფრული მედია & კონტენტი, კოდირება & დეველოპმენტი, ციფრული პლატფორმები & SaaS)

  • ხელნაკეთი (ტანსაცმელი და ქსოვილები, სამკაულები და აქსესუარები, ხელით შექმნილი ხელოვნება და დეკორი, სახლი & საცხოვრებელი გარემო, პირადი აქსესუარები)

კონკურსის ჩატარების თითოეული ეტაპი რეგულირდება წინასწარ განსაზღვრული წესებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად თითოეული დაინტერესებული პირი  წინასწარ უნდა გაეცნოს კონკურსის წესებს, სადაც ქვეკატეგორიების, შესარჩევი კრიტერიუმების, ვადებისა და ფიჩინგ დღესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი.

პირველ ეტაპზე დამოუკიდებელი ჟიური, წესებით განსაზღვრული შესარჩევი კრიტერიუმების საფუძველზე, განიხილავს მიღებულ განაცხადებს და შეარჩევს TOP 15 ქალ მეწარმეს. ფინალისტები გაივლიან ოფლაინ ტრენინგ სესიებს ბრენდ მარკეტინგისა და ფიჩინგის ტექნიკებზე.

შემდეგ ეტაპზე გაიმართება ფიჩინგის დღე, სადაც TOP 15 მონაწილე თავის ბიზნესკონცეფციას წარადგენს და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ჟიური თითოეული კატეგორიიდან გამოავლენს სამ გამარჯვებულს (გაეცანით კონკურსის წესებს).

თითოეულ  გამარჯვებულს, ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, გადაეცემა 10,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი.

She’s Next in Design-ის ფარგლებში აპლიკაციების მიღება დაიწყება 24 აპრილს და დასრულდება 5 მაისს. დაინტერესებულ ქალ მეწარმეებს მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. კონკურსის წესების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Visa- შესახებ

Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ბრენდის მისიაა, დააკავშიროს მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. გუნდს სჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელ მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.

EBRD-ის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) წარმოადგენს მრავალმხრივ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებასა და სამეწარმეო ინიციატივების გაძლიერებას 36 ეკონომიკაში, სამ კონტინენტზე. ბანკს ფლობს 75 ქვეყანა, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. EBRD-ის მიზანია ხელი შეუწყოს კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე მმართველობის, მწვანე, ინკლუზიური, გამძლე და ინტეგრირებული ეკონომიკური სისტემების ჩამოყალიბებას ოპერირების ქვეყნებში. დღემდე EBRD-მა საქართველოში განახორციელა თითქმის 6 მილიარდი ევროს ინვესტიცია 309 პროექტში, რომლებიც მოიცავს ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებს. საერთო პორტფელის 84% მოიცავს კერძო სექტორს. დონორების მხარდაჭერით, ბანკმა 1,500-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია დახმარება ბიზნეს კონსულტაციების გზით. გაიგეთ მეტი web, Facebook, LinkedIn, Instagram, X და YouTube.

Design Institute-ის შესახებ

დიზაინის ინსტიტუტი შემოქმედებითობასა და დიზაინზე ფოკუსირებული, რეგიონული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციაა, რომელიც ემსახურება განათლებას სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. ამ გზაზე მას სურს, ბევრ ახალგაზრდას საწყის ეტაპზე მისცეს მეტი ცოდნა დიზაინისა და შემოქმედებითი სფეროს შესახებ, მიუხედავად სამომავლო პროფესიისა, ეს უნარები მისცემს ნებისმიერ სტუდენტს უფრო მეტ ხელსაწყოს თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად. სფეროს განვითარებაში ინსტიტუტის წვლილი ხელმისაწვდომი დიზაინისა და გადაწყვეტების განვითარებაა. გუნდი ცდილობს, დიზაინის პროცესში მიემხროს მდგრად გადაწყვეტილებებს და საკუთარი რესურსითა და ცოდნით დაეხმაროს სოციალურად სასარგებლო წამოწყებებს, მოწყვლად ჯგუფებსა და სტარტაპიდეებს. ლექტორები წარმოადგენენ დიზაინის, კომუნიკაციების, შემოქმედებით და განათლების სფეროებს. ყოველი მათგანის მონაწილეობა სასწავლო პროცესში უზრუნველყოფს განსხვავებული პერსპექტივისა და გამოცდილების არსებობას ინსტიტუტში. ინსტიტუტში ცდილობენ, სასწავლო პროცესი საინტერესო იყოს და, ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ყოველი ლექცია, შეხვედრა, კურსი თუ მასტერკლასი, წარმოადგენს ერთი დიდი იდეის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაბიჯოს სფეროში და შეხება ჰქონდეს მის საუკეთესო წარმომადგენლებთან. ინსტიტუტის ლექტორები თავიანთ ყოველდღიურობაში ქმნიან დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის კულტურას, გუნდს სჯერა, რომ აუცილებელია ამ ცოდნის ახლი თაობისთვის და უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება. ამ ეტაპზე ინსტიტუტი აერთიანებს 100-ზე მეტ სპეციალისტს.

[პარტნიორის კონტენტი]

რატომ უნდა დაესწროთ ციფრული დიზაინის ფესტივალს Touch RGB 2025

4 ახალი ფოტო კოსმოსიდან — Hubble 35 წლისაა!