in

She’s Next in Design – ქალი მეწარმეების გაძლიერების ახალი ფორმატი Visa-სგან

Visa აგრძელებს ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერას მისი გლობალური ინიციატივის – She’s Next Empowered by Visa-ს ფარგლებში. კამპანია უკვე მე-5 წელია, რაც საქართველოში ტარდება და მიზნად ისახავს იმ ქალების გაძლიერებას, რომლებსაც საკუთარი ბინზესის დაწყება ან სამეწარმეო საქმიანობის გაფართოება სურთ. 2020 წლიდან დღემდე, გლობალურმა პროექტმა საქართველოში 2000-ზე მეტი ბენეფიციარი გააერთიანა და შექმნა ერთმანეთის მხარდაჭერის, ცნობიერების ამაღლებისა და უნარების გაუმჯობესების პლატფორმა.

წელს, Visa-მ დიზაინის ინსტიტუტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობით, ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად ახალი ხედვა წარმოადგინა – She’s Next in Design Empowered by Visa. კრეატიულ და ციფრულ ინდუსტრიაში ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, გამოცხადდა ბიზნეს წინადადებების პრეზენტაციის (pitching) კონკურსი და შეირჩა 15 საუკეთესო მონაწილე, რომლებმაც ტრენინგ სესიები გაიარეს. პროექტის კულმინაცია კი ფიჩინგის დღე იყო, სადაც სამი გამარჯვებული მეწარმე დიზაინერი ქალი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა. 

იმას, თუ რა სიახლეები, მიგნებები და მიღწევები ჰქონდა She’s Next კამპანიის მე-5 ტალღას საქართველოში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძე, გვიამბობს.

M: დიანა, რით გამოირჩეოდა წლევანდელი She’s Next? 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის She’s Next-ის ყოველი ტალღა განსაკუთრებულია. პროექტის უნიკალურობას მასში მონაწილე ქალები განაპირობებენ და ამაყი ვარ რომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში She’s Next-ის მიმართ ქალი მეწარმეების ინტერესი. 

რაც შეეხება წლევანდელ She’s Next-ს, ის მრავალი მიზეზის გამო იყო გამორჩეული. დარწმუნებული ვარ,  ქართველი დიზაინერი ქალების შემოქმედებითობაზე, ნიჭსა და წარმატებაზე ბევრი გსმენიათ. მრავალი ქართველი ქალი დიზაინერი გვყავს, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბით შეძლეს არამხოლოდ საკუთარი ბრენდის, არამედ ქვეყნის წარმოჩენაც. შესაბამისად, Visa-შიც ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით ამ სფეროს წინსვლასა და განვითარებას. 

სწორედ ამიტომ, წელს, გადავწყვიტეთ ფოკუსი ციფრულ და კრეატიულ ინდუსტრიებზე გვქონოდა და ამ მიმართულების განვითარებაში შეგვეტანა წვლილი. წლევანდელი ინიციატივა She’s Next in Design, სწორედ დიზაინერი ქალი მეწარმეების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო სამ კატეგორიაში: ციფრული კრეატიული დიზაინი, ციფრული პროდუქტები და ხელნაკეთი. სამივე მიმართულება საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა. მივიღეთ ერთმანეთზე საინტერესო განაცხადები, რის გამოც, ძალიან გაგვიჭირდა საუკეთესო 15 ფინალისტის გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ინდუსტრიაზე ვკონცენტრირდით, ქალი მეწარმეების ბიზნეს კონცეფციების მრავალფეროვნებამ მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

M: საუკეთესო ფინალისტების შესარჩევად, შეფასების რა კრიტერიუმებზე გაამახვილეთ ყურადღება? 

მეამაყება, რომ წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და ასეულობით განაცხადი მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ნდობას, რომლის მოპოვებაც შეძლო She’s Next-მა საქართველოში. უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ ჩვენ აპლიკაციებს ვაფასებთ წინასწარ შემუშავებული წესების მიხედვით, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. თითოეული მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შესაბამისად, აპლიკაციების გადარჩევის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია და აქ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას ვიჩენთ. 

რაც შეეხება განაცხადის შეფასების კრიტერიუმებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეწარმეობის გამოცდილება, ბიზნესის მაჩვენებლის მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტები. შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია – ციფრულ სივრცეში ბიზნესის ეფექტურად პოზიციონირება და ინოვაციური მიდგომა. სხვაგვარად, ჩვენს რეალობაში, შეუძლებელიც კი არის, რომ ბიზნესი განვითარდეს, გაძლიერდეს და მოსალოდნელ სირთულეებს გაუძლოს. სწორედ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, 15 საუკეთესო მონაწილეს შევთავაზეთ პრაქტიკული მასტერკლასები ბრენდ მარკეტინგის და ბიზნეს იდეის პრეზენტაციის უახლეს ტექნიკებზე. კონკურსის მეორე ეტაპზე, ფიჩინგის დღეს, გამოვავლინეთ სამი გამარჯვებული – ArtOa, იგრიკა (რტო) და ინდიგოფერა. თითოეული მათგანი დაჯილდოვდა 10,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზით, საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად. ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, გამარჯვებულებს შევთავაზებთ ექსკლუზიურ ბენეფიტებს მათი ბრენდის ხილვადობის გასაზრდელად, რაც მათ საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებაში შეუწყობს ხელს. ჩვენი გულწრფელი სურვილი და ამბიციური მიზანია, რომ She’s Next კამპანია გრძელვადიანი მხარდაჭერის პლატფორმად ჩამოყალიბდეს.

M: წელს She’s Next-ის კამპანიას დიზაინის ინსტიტუტი და EBRD-იც შემოუერთდნენ. რა განაპირობებდა თქვენს პარტნიორობას?

წელს, She’s Next in Design კამპანიას ორი გამორჩეული პარტნიორი – დიზაინის ინსტიტუტი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შემოუერთდა. თითოეული მათგანის ხედვა და გამოცდილება ღირებულია, რადგან მხარს გვიჭერენ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში. კამპანიის თემატიკის შესაბამისად, დიზაინის ინსტიტუტის ჩართულობამ დიდი როლი შეასრულა მონაწილეების შემოქმედებითობის შესაფასებლად. EBRD-ის გამოცდილება კი მნიშვნელოვანი იყო მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების და განვითარების შეფასების მიმართულებით. ვფიქრობ, საინტერესო პარტნიორობა გამოგვივიდა და ეს გამოცდილება პროექტის მონაწილეებისთვისაც დასამახსოვრებელი იყო. 

M: დიანა, თქვენი საქმიანობის სფერო კიდევ უფრო გაფართოვდა და კავკასიის რეგიონთან ერთად, მოლდოვასაც ხელმძღვანელობთ, რა რჩევები გექნებოდათ ახალგაზრდა ქალი მეწარმეებისთვის?   

დიახ, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, საქართველოსა და სომხეთთან ერთად, მოლდოვაშიც ვუხელმძღვანელო Visa-ს გუნდს. ეს მომცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი გამორჩეული და საინტერესო მეწარმე ქალი გავიცნო და წვლილი შევიტანო მათ წინსვლაში.

ჩემი რჩევა მეწარმე ქალებისთვის იქნება რომ ახსოვდეთ წარმატების გასაღები საკუთარი თავის რწმენასა და სწორ პოზიციონირებაშია. ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდნენ იმ ღირებულებაზე, რასაც მათი ბიზნესის მეშვეობით ქმნიან და ამით გარშემომყოფებიც შთააგონონ.

მე კი, Visa-თან ერთად, განვაგრძობ შევქმნა შესაძლებლობები ქალებისთვის, როგორც კავკასიის რეგიონში ისე მოლდოვაში, რათა მეტმა ქალმა მოიპოვოს ფინანსური დამოუკიდებლობა და რწმენა რომ საერთო ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია!

[R]

Cryptal-ზე ბალანსის შევსება უკვე ნაღდი ფულით არის შესაძლებელი

როგორ ავირიდოთ თავიდან ქაოსური პროექტი? — რჩევები დიზაინერებისთვის