ალცჰაიმერი იმაზე ადრეც შეიძლება ყალიბდებოდეს, ვიდრე ამაზე ფიქრობდნენ და წარმოჩინდეს იმაში, რასაც „შხამიან ყვავილებს“ უწოდებენ…
თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით ნეირომეცნიერები თვლიან, რომ მათ დაავადების გამომწვევ მიზეზს მიაკვლიეს. ისინი აქ ლიზოსომებზე საუბრობენ. მჟავე ფერმენტებით სავსე „ტომრები“ არა მარტო ჩვეულებრივი უჯრედული რეაქციებისგან მეტაბოლური ნარჩენების რუტინული დაშლის, მოცილებისა და გადამუშავებისთვის არის აუცილებელი, არამედ ტვინის უჯრედებიდან დაავადების მოსაშორებლად და შემდგომში მისი გასუფთავებისთვის.
თაგვების ლიზოსომებზე დაკვირვებისას, როცა მათი მჟავე ფერმენტები ნარჩენების მოცილების პროცესში ჩართული იყო, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნარჩენებთან შერწყმისას ზოგიერთი ლიზოსომა ფართოვდებოდა და როცა ისინი უჯრედულ მემბრანებს შორდებოდნენ, ყვავილის მსგავს ნიმუშებსაც კი ქმნიდნენ.
„შხამიანი ყვავილების“ შიგნით ამილოიდური ძაფები, ცნობილი როგორც ალცჰაიმერის დამახასიათებელი ნიშანი, ბევრად უფრო ადრე გამოჩნდა…
„სამუშაო ჰიპოთეზა ალცჰაიმერით მიყენებულ ზიანს უჯრედის გარეთ წარმოქმნილ ამილოიდურ ძაფებს მიაწერდა და არა ნეირონებში წარმოქმნილს“, — აცხადებს ჯუ-ჰიუნ ლი, წამყვანი მკვლევარი.
მისი კოლეგის, რალფ ნიქსონის, თქმით კი „ეს ახალი მტკიცებულება, ალცჰაიმერის განვითარების შესახებ ჩვენს ფუნდამენტურ გაგებას ცვლის. იმის გამო, რომ ტვინის უჯრედები ადრე დაზიანებული იყო, ძაფები მთლიანად უჯრედის გარეთ ყალიბდება, რითაც იმასაც ვხვდებით, თუ რატომ იყო ამდენი ექსპერიმენტული თერაპია არაეფექტური“.
კონკრეტული მიგნება ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარების აუცილებლობას აჩენს, რითაც ალცჰაიმერის სამკურნალოდ უფრო კარგ მედიკამენტებსა და მკურნალობის მეთოდებს მიაგნებენ, იმედოვნებენ, რომ ისეთსაც, რომელიც პაციენტებს ალცჰაიმერისგან სრულად განკურნებაში დაეხმარება.