in

ინგლისის ბანკის თანახმად, შესაძლოა, ბიტკოინი გაუფასურდეს

ინვესტორები მთელი რიგი რისკებისთვის უნდა იყვნენ მზად

veon
veon

ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ბიტკოინი შეიძლება, გაუფასურდეს და ადამიანები, რომლებიც ციფრულ ვალუტაში ახორციელებენ ინვესტიციას, მზად უნდა იყვნენ ყველაფრის დასაკარგად. პოტენციურ რისკებზე საუბრისას, ცენტრალურმა ბანკმა ეჭვქვეშ დააყენა ყველაზე ცნობილი ციფრული ვალუტის რაიმე რეალური ღირებულების არსებობა.

ნოემბრის დასაწყისში კრიპტოვალუტა 67 000 დოლარს აჭარბებდა, თუმცა კორონავირუსის ახალი ვარიანტის Omicron-ის გამოჩენის შემდეგ, კლება განიცადა. პროგნოზების თანახმად, ბანკი მზად უნდა იყოს კრიპტოაქტივების ზრდასთან დაკავშირებული რისკებისთვის… გუბერნატორის მოადგილის, სერ ჯონ კანლიფის თქმით, ბიტკოინები, შესაძლოა, თეორიულად ან პრაქტიკულად ნულამდე დაეცეს.

2020 წლის დასაწყისიდან კრიპტოაქტივების საბაზრო კაპიტალიზაცია ათჯერ გაიზარდა და დაახლოებით 2.6 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც მსოფლიო ფინანსური აქტივების დაახლოებით 1%-ს შეადგენს. ახლა კი დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემის სტაბილურობას კრიპტო აქტივებიდან მცირე პირდაპირი საფრთხე ემუქრება. თანაც, ამჟამინდელი სწრაფი ზრდის ტემპებით, ასეთი აქტივები, შესაძლოა, უფრო მეტად იყოს დაკავშირებული ტრადიციულ ფინანსურ სერვისებთან — ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რისკებია მოსალოდნელი.

“საჭიროა გაუმჯობესებული მარეგულირებელი ჩარჩო, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე, რათა ამ სწრაფად მზარდი ბაზრების განვითარებაზე იქონიოს გავლენა, მართოს რისკი, წაახალისოს მდგრადი ინოვაციები და შეინარჩუნოს უფრო მეტი ნდობა თუ მთლიანობა ფინანსურ სისტემაში” — ნათქვამია განცხადებაში. პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ფულის ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებით, ბიტკოინი არ გამოიყენება სხვა რამის გასაყიდად… “ერთი ბიტკოინი=ერთი ბიტკოინი”.

ამჟამად მიმოქცევაში დაახლოებით 19 მილიონი ბიტკოინია. მიუხედავად იმისა, რომ 2140 წლის თებერვლამდე არ არის მოსალოდნელი მაქსიმალური რაოდენობის მიღწევა, დროთა განმავლობაში სისტემის შენარჩუნება გართულდება.

პირადი გამოცდილების საფუძველზე შექმნილი სანდო საკონდიტრო “საბლე”

თბილისში პირველი ქართული ციფრული სუპერმარკეტი გამოჩნდა