ესპანელი მკვლევრის ალბერტო კაბალიეროს გამოთვლით ირმის ნახტომის გალაქტიკაში 4 „ბოროტი“ უცხო ცივილიზაციაა… კონკრეტულ ნაშრომში ის სივრცეები მოიაზრება, რომლებშიც უცხოპლანეტელები ცხოვრობენ. ხოლო თუ ჩავთვლით, რომ ისინი ადამიანის მსგავსები არიან და ამასთან, ომისა და ტერიტორიების დაპყრობისკენ აქვთ მიდრეკილება, მაშინ დედამიწისთვის პოტენციურ საფრთხედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
„ნაშრომი იმ ცხოვრებაზე დაფუძნებით შევადგინე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, თუმცა არამიწიერი არსებების გონების შესახებ არაფერი ვიცით, მათი ტვინი განსხვავებული ქიმიური შემადგენლობებისაც კი შეიძლება იყოს. შესაძლოა, უცხოპლანეტელებს არც თანაგრძნობის უნარი ჰქონდეთ და მეტი ფსიქოპათოლოგიური ქცევაც ახასიათებდეთ“, — ამბობს კაბალიერო.
ამ მოსაზრებას საკმაოდ ლოგიკურადაც თვლიან და ნაშრომში მსგავსი უამრავი საბაზისო ვარაუდია წარმოდგენილი. პირველი ის, რომ არამიწიერი ცივილიზაცია კაცობრიობითა და დედამიწაზე შემოსვლით ძალიან დაინტერესებული იქნებოდა და მეორე — ტექნოლოგიური წინსვლა მათ შემოჭრას შეაფერხებდა.
ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გალაქტიკაში 4 მტრული ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს, დედამიწას ასტეროიდით განადგურების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე უცხოპლანეტელების შემოსევით…