in

შესაძლოა, დედამიწის მსგავსი კონტინენტები ირმის ნახტომის სხვა პლანეტებსაც ჰქონდეს

სამომავლო კვლევებისთვის კოსმოსური ტელესკოპების გაუმჯობესებულ თაობაა საჭირო

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, დედამიწა, ვენერა და მარსი მცირე მტვრის ნაწილაკებისგან შეიქმნა, რომლებიც ყინულს და ნახშირბადს შეიცავს.

“ჩვენი მონაცემების მიხედვით, წყალი თავიდანვე დედამიწის ფორმირების ნაწილი იყო. რადგანაც წყლის მოლეკულას ხშირად ვხვდებით, არსებობს გონივრული ალბათობა იმისა, რომ ის ირმის ნახტომის სხვა პლანეტებზეც ვრცელდება. თხევადი წყლის არსებობას პლანეტის თავისი ვარსკვლავიდან დაშორება განაპირობებს” – ამბობს ანდერს იოჰანსენი, კვლევის მთავარი ავტორი და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ასტრონომი.

ანდერს იოჰანსენმა და მისმა გუნდმა კომპიუტერული მოდელის გამოყენებით დაიანგარიშეს, რამდენად სწრაფად და რის საფუძველზე წარმოიქმნება პლანეტები. კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის ფორმირების საწყის ეტაპზე, ყინულისა და ნახშირბადის მცირე ზომის ნაწილაკების შეერთების გზით წარმოიქმნა. თანაც, ასეთი ნაწილაკები ირმის ნახტომის ყველა ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემოა.

ე. წ. “კენჭის დაგროვების” სახელით ცნობილი თეორია ამტკიცებს, რომ პლანეტები კენჭების ეტაპობრივი დაგროვების შედეგად იზრდება. სწორედ ასე მიაღწია დედამიწამ, ამჟამინდელი მასის 1%-ს, 5 მილიონი წლის შემდეგ ის დღევანდელ ზომამდე გაიზარდა.ტემპერატურის მუდმივი ზრდის შედეგად კი, პლანეტის სიღრმეში წყლის მოლეკულები აორთქლდა და მის ზედაპირზე ოკეანეები ჩამოყალიბდა.

რადგანაც ირმის ნახტომის გალაქტიკაში H2O საკმაოდ გავრცელებულია, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სხვა მზის სისტემებში განლაგებულ პლანეტებსაც განვითარების იგივე ეტაპები გაევლოთ.

ამასთან ერთად, კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ბიზარო აღნიშნავს, რომ მარსზე და ვენერაზეც შესაძლებელია კონტინენტების წარმოქმნა. “ჩვენი მოდელის მიხედვით, ყველა პლანეტას იგივე რაოდენობის წყალი აქვს და ეს გვაფიქრებინებს, რომ სხვა პლანეტებსა შეიძლება ჰქონდეთ არა მხოლოდ იმავე ოდენობის წყალი და ოკეანეები, არამედ იმდენივე კონტინენტი, რამდენიც აქ, დედამიწაზეა. ეს სიცოცხლის წარმოშობის კარგ შესაძლებლობას იძლევა” – აცხადებს ბიზარო.

მეორეს მხრივ საგულისხმოა, რომ პლანეტაზე წყლის “შემთხვევითი გადანაწილების” გათვალისწინებით, ზოგიერთი პლანეტა ალბათ, სრულად წყლით იქნებოდა დაფარული, ზოგიერთი კი პირიქით, მეტისმეტად მშრალი.

სამომავლო კვლევებისთვის, ანდერს იოჰანსენი და მისი სამეცნიერო ჯგუფი მოუთმენლად ელიან კოსმოსური ტელესკოპების გაუმჯობესებულ თაობას, რომლებიც პლანეტების დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას მისცემთ. მაგალითად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, იმის დასადგენად, თუ ზუსტად რა რაოდენობის წყლის ორქთლია კონკრეტულ პლანეტაზე.

„კონტრაქტორი“ – ახალი ბრენდი ლოიალტესგან

ფილდლაბის ექსპერიმენტი – საფეხბურთო მატჩზე ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა