in

შესაძლოა, ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის ფუნქციონირება შეწყდეს

Meta Facebook-ისა და Instagram-ის ევროპიდან გატანას აპირებს. ამის პრევენციისთვის კი საჭიროა, ევროკავშირმა მომხმარებელთა მონაცემები შეერთებულ შტატებში უნდა დააბრუნოს. 

თვეების განმავლობაში ტრანსატლანტიკურ მონაცემთა გადაცემაზე ევროკავშირის მარეგულირებლები აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ… თუმცა 2020 წელს იმის შიშით, რომ მოქალაქეთა მონაცემები ერთხელაც უსაფრთხო აღარ იქნება, ევროკავშირის სასამართლომ მოლაპარაკებები შეწყვიტა. სწორედ ასე მივიდნენ ამ შედეგამდე — თუ ევროკავშირი Meta-ს სტანდარტულ სახელშეკრულებო პუნქტებს არ მიიღებს, მას Facebook-ისა და Instagram-ის ევროპის ბაზრიდან გატანა მოუწევს. 

როგორც აცხადებენ, ფეისბუქის გასვლის შიშის გამო, აქციები 26%-ით დაეცა, რაც საფონდო ბირჟის ისტორიაში უდიდესი მაჩვენებელია. Meta-ს აქციების ღირებულება კი ორშაბათს ნიუ-იორკში ვაჭრობისას 4.5%-ით შემცირდა. თუმცა ამის ფონზე აცხადებენ, რომ ევროპის კონტინენტი ციფრულ გიგანტებს წინააღმდეგობას გაუწევს და მის სუვერენიტეტს დაადასტურებს.

ევროკომისიამ მონაცემთა გადაცემის შესახებ ვაშინგტონთან მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ განხილული საკითხების სირთულის, კონფიდენციალურობისა და ეროვნული უსაფრთხოების ბალანსის დამყარებას დრო სჭირდება. თუ შეთანხმება ევროკავშირის სასამართლოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება, მაშინ ორივე მხარის დაკმაყოფილებას შეძლებენ. 

დისკუსიების გააქტიურება

ამ საკითხზე Facebook-ს ირლანდიის სასამართლოშიც უჩივლეს. 2020 წელს მათ ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის წინასწარი გადაწყვეტილების სასამართლო განხილვა მოითხოვეს, თუმცა ირლანდიურმა სასამართლომ უარყო და განაცხადა, რომ ამისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.

საინტერესოა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფეისბუქი სერვისების გაუქმებაზე საუბრობს. 2020 წელს ავსტრალიაში მომხმარებლების დაბლოკვას გეგმავდა — კერძოდ, მათ სიახლეების გაზიარების საშუალებას აღარ მისცემდა, რადგან არსებული კანონი კომპანიას გარკვეულ გადასახადს აკისრებდა.

Meta-ში კი კვლავ აცხადებენ, რომ მათ ევროპის ბაზრიდან გასვლა არ სურთ, თუმცა კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება მათთვის აუცილებელია.

NASA-ს კამერა მთვარის დედამიწის ბრუნვასთან გადაკვეთას აჩვენებს

ნიკა ქუთელიას ნამუშევრები ანდრეა გროსის პროექტში მოხვდა