in

შესაძლოა, გეომაგნიტურმა ქარიშხალმა Starlink-ის 40 თანამგზავრი გაანადგუროს

ალბათ, გახსოვთ, Starlink-ის სატელიტები, 3 თებერვალს დედამიწიდან კოსმოსში ილონ მასკმა რომ გაუშვა… ახლა კი პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, 49 სატელიტიდან 40 გეომაგნიტურმა ქარიშხალმა გაანადგუროს. 

წინა გაშვებებისგან განსხვავებით, ახლა ატმოსფერული წინააღმდეგობა 50%-ით იყო გაზრდილი. დანიშნულების ადგილზე მისვლის ნაცვლად კი, მათი ატმოსფეროში დაწვაა მოსალოდნელი. 

საინტერესოა ისიც, რომ SpaceX-მა ახლახან კოსმოსში 2000 თანამგზავრი გაუშვა და მომავალში კიდევ 12000-ის გაშვებას გეგმავს. ამიტომ, დიდი ალბათობით, 40 სატელიტის დაკარგვა მისთვის არც არაფერს ნიშნავს.

SpaceX ამ შესაძლებლობას ცაზე თანამგზავრების გავლენის დასადგენად იყენებს, რადგან ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ კონკრეტული კვლევების გამო დადგა. არსებობს ვარაუდი, რომ სატელიტები ასტრონომებს ასტეროიდების ამოცნობაში და ზოგადად, ციურ სხეულებზე დაკვირვებაში ხელს შეუშლის.

“ზღვაო, ზღვაო ჩამყლაპე” — უტა ბექაიას გამოფენა Window Project გალერეაში

Samsung Galaxy S22-ის პრეზენტაცია მეტავერსში გაიმართება