in

შესაძლოა, მალე მფრინავი მოტოციკლით ისარგებლოთ

თუ ეს უბრალოდ სტარტაპის გიჟური იდეაა?!

სტარტაპი JetPack Aviation ადრენალინით სავსე გამოგონებას გვთავაზობს — ეს P2 Speeder-ის მფრინავი მოტოციკლის პროტოტიპია. მას Air Utility Vehicle (AUV)-ს უწოდებენ და იგი 8 რეაქტიული ძრავით არის აღჭურვილი. ამასთან, მესამე სრულყოფილი პროტოტიპიცაა, რომელიც JetPack Aviation-ის შვილობილი კომპანიის Mayman Aerospace-ის მიერ დამზადდა. 

იმასაც ამბობენ, რომ პროგრესის გარკვეული ნიშნები უკვე შესამჩნევია. ხოლო თუ სტარტაპი ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან ფრენის უფლებას მიიღებს, მის საბოლოო პროტოტიპს 1000 ფუნტამდე ასვლა, 400 მილის დაფარვა და საათში 500 მილი სიჩქარის განვითარება შეეძლება. ამ საკითხზე მუშაობა კი უკვე აქტიურად დაიწყეს. 

AUV თამაშს სრულად ცვლის, ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და რევოლუციური ტექნოლოგიაა მათ შორის, რაც ამ ინდუსტრიაში ვნახეთ, — ამბობს ტიმ დრეიპერი, ინვესტორი. 

ფიქრობენ, რომ მფრინავი მოტოციკლი მომავალში ხანძრისა და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროსაც გამოსადეგი იქნება. თანაც, იგი განსაკუთრებული უსაფრთხოების სისტემითაც გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 8 ძრავიდან 1 წყობიდან გამოვა, P2 Speeder ფრენას მაინც ჩვეულებრივ შეძლებს. თუმცა ზოგი ამ საკითხს მაინც კითხვით ნიშნის ქვეშ აყენებს…

JetPack Aviation იმედოვნებს, რომ ამ წლის ბოლოს დისტანციური მართვის სატესტო ფრენებსაც დაიწყებს, პილოტები კი კონტროლს წლის ბოლომდე აიღებენ. ასეთი გიჟური იდეის რეალიზება მოქმედი პროტოტიპის სახით, შესაძლოა, საკმაოდ ამაღელვებელიც იყოს, მაგრამ თვლიან, რომ მისი ბაზარზე გატანა მაინც შრომატევადი საქმე იქნება.

10 წითელი დროშა, რომელსაც ინტერვიუს დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ

AI-ს დახმარებით ცნობილი ნახატების სხვადასხვა სტილში გარდაქმნას შეძლებთ