in

შესაძლოა, Microsoft-ის ემოჯი Clippy დაბრუნდეს!

ცნობილი ქაღალდის “კლიპი” ორიოდე წლის წინ ნაწილობრივ დაბრუნდა

veon
veon

Microsoft “იმუქრება”, რომ თავის საყვარელ, უჩვეულო პერსონაჟს დააბრუნებს, სახელად, Clippy. პროგრამული გიგანტის განცხადების თანახმად, Paperclip ემოჯის ზემოთ ხსენებული ჩაანაცვლებს. ამისათვის მხოლოდ ერთი პირობა არსებობდა, “თვითს” 20 000 მოწონებისთვის უნდა მიეღწია – ამ რიცხვს კი უკვე გადააჭარბა მსურველთა რაოდენობამ.

 

Office 97-ში დაბადებული Clippy თავდაპირველად გამოჩნდა როგორც ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს მაიქროსოფთი პროდუქტების გამოყენებაში დახმარებასა და რჩევებს სთავაზობდა. ზოგიერთს უყვარდა მისი უცნაური წარბები, ზოგიერთს კი სძულდა… ამ ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულებების ფონზე კი კომპანიამ Clip 2001 წელს გააუქმა.

თუმცა ცნობილი ქაღალდის “კლიპი” ორიოდე წლის წინ ნაწილობრივ დაბრუნდა. მაიქროსოფთის ზოგიერთმა თანამშრომელმა ემოჯი აღადგინა, როგორც Microsoft Teams-ის ანიმაციური სტიკერები. ახლა კი კომპანიამ გააცნობიერა, რომ მომხმარებლებს უყვართ გართობა, სამუშაოს გახალისება, როდესაც მონაცემები ცხრილში შეაქვთ ან PowerPoint პრეზენტაციას აკეთებენ.

და მაინც, ჩნდება კითხვა, რამდენად დააკმაყოფილებს მაიქროსოფთი მომხმარებელთ სურვილს? ამჟამად თვითს 160 000-ზე მეტი მოწონება აქვს, ამიტომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

აი, რატომ იწყება Apple-ის ზოგიერთი პროდუქტის დასახელება ასოთი “i”

ადამიანი, რომელმაც ბილეთში $28 მილიონი გადაიხადა, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ ფრენას ვეღარ შეუერთდება!