თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ გალაქტიკა, შესაძლოა, უმცირესი ზომის ნაწილაკებისგან შედგებოდეს და სულაც არ იყოს ისეთი გლუვი და უწყვეტი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
მეცნიერების აზრით, ნაწილაკები, რომლისგანაც, სავარაუდოდ, სივრცე-დრო შედგება, ატომზე მცირე ზომისაა. მაგალითისთვის, თუ მათ ქვიშის მარცვლის მასშტაბამდე გავზრდით, ატომები გალაქტიკებზე დიდი ზომის გახდება.
თეორია ცდილობს ახსნას, თუ რამდენად შესაძლებელია, გრავიტაცია ცალკეულ კომპონენტებამდე იყოს დაყოფილი, რაც დიდი ხანია, კვანტური ფიზიკის კუთხით ძალიან აქტუალური შეკითხვაა.
თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთ ცენტრალურ ამოცანას ფიზიკის ძირითადი ათვლის სისტემა წარმოადგენს — გახადოს თავსებადი კვანტური ფიზიკის კანონებთან. მეცნიერულ დისკუსიაში არსებობს შეხედულება, რომ კვანტური მექანიკა და გრავიტაცია შეუთავსებელია. “თუმცა ექსპერიმენტებით ვიცით, რომ კვანტური მექანიკაზე მუშაობა გრავიტაციის მქონე პლანეტაზე შეგვიძლია, ამიტომაც, თავისთავად, ისინი შეთავსებადია”, — განაცხადა კლიფ ჩუნგმა, კალტექის თეორიული ფიზიკის პროფესორმა და ადჰიკარის კოლეგამ.
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ გრავიტაციას შესაძლოა, უმცირეს მასშტაბზე ცალკეული, ჰიპოთეზური “გრავიტონები” ქმნიდეს. გრავიტონები სიმების თეორიის კომპონენტებია, რომელთაც გარკვეულ სიხშირეზე რეზონანსის წარმოქმნა შეუძლია.
ყველაფერი უფრო ცხადი რომ გახდეს, წარმოიდგინეთ ნივთი, რომელსაც ხელს უშვებთ… ის აუცილებლად დაიწყებს ვარდნას და ჩვენ ამას გრავიტაციას ვუწოდებთ. თუმცა იმავე პრინციპით, ვიყენებთ სიტყვა ტემპერატურასაც, რომელიც რეალურად არ არსებობს — იგი, კვანტურ დონეზე, მრავალი მოლეკულის ვიბრაციაა და სხვა არაფერი.
“შესაძლოა, გრავიტაცია შევარქვით იმას, რაც სივრცე-დროის პიქსელაციიდან გამომდინარეობს, რადგან სივრცე-დროის შიგთავსი ჯერ კიდევ არ გვესმის”, — განმარტავს რანა ადჰიკარი, ფიზიკის პროფესორი.