in

შესაძლოა, სატურნის ყინულოვან მთვარეზე სიცოცხლე იყოს

ახალი კვლევის თანახმად, სატურნის ყველაზე შიდა მთვარე, რომელიც ვარსკვლავური ომების სიკვდილის ვარსკვლავს მოგაგონებთ, შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს. უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება თანამგზავრ მიმასს, რომელიც ყველაზე პატარაა და ყველაზე ახლოსაა სატურნთან.

M2
M2

ამ თანამგზავრისადმი არსებული ინტერესი სრულიად ბუნებრივია, რადგან ის, სავარაუდოდ, მთლიანად ყინულისგან შედგება… ახლა კი, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის შეიძლება, თხევად შიდა ოკეანესაც შეიცავდეს. “თუ მიმასს ოკეანე აქვს, ის წარმოადგენს პატარა, ოკეანის სამყაროების ახალ კლასს”, — ამბობს კვლევის ავტორი ალისა როდენი.

საგულისხმოა, რომ მიმასის ერთი და იგივე მხარე ყოველთვის სატურნისკენაა მიმართული — ისევე, როგორც ჩვენი მთვარე, როდესაც ის დედამიწის გარშემო ბრუნავს. ამასთან, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ფენომენი, სახელად მოქცევის გათბობა, მიწისქვეშა ოკეანეების არსებობის საშუალებას იძლევა.

როგორც იცით, მოქცევის გათბობა მთვარეზე, პლანეტასთან მისი გრავიტაციული ურთიერთობის გამო, ტემპერატურის შიდა მატებას იწვევს. მიმასის ბრუნვაში აღმოჩენილი რხევის ხელახლა შესაქმნელად, მკვლევრებმა შესაბამისი მოდელები გამოიყენეს, რათა ეჩვენებინათ, რომ მოქცევის გათბობა, რომელიც ხდება პატარა მთვარეზე, საკმარისია ყინულის გარსის ქვეშ ოკეანის შესანარჩუნებლად.

რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ მომავალი კოსმოსური მისიები მიმასზე შიდა ოკეანის არსებობას დაადასტურებს, შესაძლოა, სატურნის ყინულოვან მთვარეზე სიცოცხლე იყოს.

მალე SpaceX-ის რაკეტა მთვარეს უკონტროლოდ შეეჯახება!

გიგანტური კატა, რომელიც ხალხს ძაღლი ჰგონია