29 ნოემბერს, კომპანია „მარტივი შესყიდვების“ მიერ ორგანიზებული „შესყიდვების კონფერენცია 2024“ გაიმართება. ღონისძიებაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ შესყიდვების სფეროს განვითარების მთავარი ტენდენციები, ინოვაციები და გამოწვევები. ღონისძიებას უმასპინძლებს The Biltmore Hotel Tbilisi. 200-ზე მეტი სტუმარი გააერთიანებს შესყიდვების, ლოგისტიკის, საწყობის მართვისა და მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, განავითაროს საქმიანი კავშირები და შესყიდვების პროფესიონალებს შესთავაზოს ახალი პერსპექტივები.
კონფერენციაზე დაგეგმილია:
- ინდივიდუალური პრეზენტაციები, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ დაუსვან კითხვები სპიკერებს
- დარგის ექსპერტების მონაწილეობით პანელური დისკუსიები
- საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება პარტნიორი კომპანიების პროდუქტები და სერვისები
- ახალი და მნიშვნელოვან ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობა
- გათამაშებაში მონაწილეობა
ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან: BDO Digital და Gianti Logistics, ხოლო პარტნიორები: Tenders.ge, Signify, GLG, ლურჯი ოკეანე, ბია, Sakura Properties, Lead და Aramex, Hotsale.
მედია მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: Marketer, BPN და Palitra News.
დასწრების რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/4fiZlUA
დეტალები იხილეთ აქ: https://bit.ly/3NFh38J
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 80 35 30
ვებგვერდი: Easy Procurement
[R]