in

საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე

სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორებზე საუკეთესო შეთავაზებები კვლავ გრძელდება. ეწვიეთ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებს — ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი — და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი სამსუნგის ტელევიზორი ფასდაკლებით. აქცია ვრცელდება როგორც სტანდარტულ, ასევე  ე. წ.  Lifestyle მოდელებზე.

სამსუნგის ტელევიზორის შეძენისას, გარდა ბრენდისა და ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ოფიციალურია თუ არა პროდუქტი. იმისათვის, რომ ჩვენ მიერ საქართველოში შეძენილი ტელევიზორი იყოს გარანტირებულად ახალი და ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული, აუცილებელია, იგი მოვიკითხოთ სამსუნგის პარტნიორების მაღაზიებში. ტელევიზორის ჩართვისას პროგრამამ უნდა აგვარჩევინოს რეგიონი და ჩვენთვის სასურველი ენა. არაოფიციალური პროდუქტის შეძენისას არსებობს რისკი, რომ იგი საქართველოში გაყიდვამდე იყო გახსნილი, მასში ჩაწერილია გაურკვეველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ არის განკუთვნილი ჩვენი რეგიონისთვის.

ოფიციალური ტელევიზორების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს, გადმოვტვირთოთ და ვისიამოვნოთ ნებისმიერი ქართული აპლიკაციით — როგორიცაა Silk Go, Setanta და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ სამსუნგის ტელევიზორის ძებნის ველში ქართული აპლიკაცია არ მოიძებნა, დიდი ალბათობით, ეს ტელევიზორი არ არის ოფიციალური პროდუქტი.

ოფიციალური პროდუქტის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 2-წლიან გარანტიას მწარმოებლისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას მიიღებთ სამსუნგის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები და გამოიყენებენ სამსუნგის გარანტირებულად ორიგინალ ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი, სადაც არ გარისკავთ და შეიძენთ სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორს, ასევე შეძლებთ ჩაერთოთ აქციაში და მიიღოთ ფასდაკლებები ბრენდისგან.

[R]

Whatsapp საშუალებას გაძლევთ, საკუთარ თავს მიწეროთ

„გრავიტას“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი — „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი შოურუმი და სერვისცენტრი