in

Shetsiruli & Partners – ახალი ძალა ქართულ ბიზნეს-სცენაზე

საქართველოში ბიზნესის საკონსულტაციო, მარკეტინგული და ბრენდინგის სფეროში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოჩნდა – Shetsiruli & Partners.

კომპანიის დამფუძნებელია ანა შეწირული, ხოლო „პარტნიორებში“ იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც წლებია მასთან ერთად მუშაობენ და ერთად არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ შექმნილი. ეს არის გუნდი, რომელიც ბიზნესებს რეალური გამოცდილების საფუძველზე, წარმატების მოპოვებაში ეხმარება.

კომპანიის ხედვებსა და გეგმებზე ვესაუბრეთ დამფუძნებელს, ანა შეწირულს:

რა არის Shetsiruli & Partners-ის მთავარი იდეა, რატომ იყო საჭირო ამ კომპანიის ბაზარზე გამოჩენა?

ბაზარზე საკონსულტაციო და მარკეტინგული კომპანიები მრავლადაა, მაგრამ ხშირად ვხედავდი, რომ ბიზნესები რეალურ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ მხარდაჭერას ვერ იღებდნენ. ყოველ ახალ სააგენტოსთან მუშაობის დაწყება ნიშნავდა ახალ ექპერიმენტებს. თითოეული ჩვენგანი, ვინც Shetsiruli & Partners-ში ვართ, ამ სფეროში სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობდით და კარგად ვიცნობთ იმ საჭიროებებსა თუ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეს კომპანიები დგანან. სწორედ ამიტომ, ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს არა მხოლოდ ერთეულ ბიზნესებთან მუშაობას, არამედ ცოდნისა და გამოცდილების ფართოდ გაზიარებას.

ჩვენ არ ვთავაზობთ კომპანიებს თეორიულ რჩევებს – ჩვენ ვუზიარებთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც არაერთ ინდუსტრიაში მუშაობის შედეგად დაგროვდა. ჩვენი მთავარი უპირატესობა უძრავი ქონების სფეროში დაგროვილი ცოდნაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაიხვეწა და განვითარდა.

რომელი მიმართულებებით მუშაობს კომპანია და რა გამოწვევებს ხედავთ ბიზნესში?

Shetsiruli & Partners მუშაობს რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე: უძრავი ქონების კონსულტაცია, ბრენდინგი, მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები და ციფრული ტრანსფორმაცია. ბიზნესის განვითარებისთვის საკვანძოა სწორი პოზიციონირება და გაყიდვების მართვა – განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც კონკურენცია იზრდება, აუცილებელია მყარი სტრატეგია. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს ბაზარზე სწორად პოზიციონირებაში, ასევე მათი უნიკალური ღირებულების უკეთ წარმოჩენაში.

როგორია თქვენი ხედვა და კომპანიის გრძელვადიანი გეგმები?

გვჯერა, რომ ქართულ ბიზნეს სექტორს ახალ დონეზე ავიყვანთ. ჩვენი მიზანია შევქმნათ არამარტო წარმატებული პროექტები, არამედ დავეხმაროთ კომპანიებს სწორად დაგეგმონ თავიანთი ზრდა. Shetsiruli & Partners არის ის გუნდი, რომელიც ბიზნესის მფლობელებსა და მენეჯერებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებასა და წარმატების მიღწევაში.

რატომ უნდა აირჩიონ ბიზნესებმა Shetsiruli & Partners?

ჩვენ ვმუშაობთ როგორც პარტნიორები, არა უბრალოდ მომწოდებლები. ჩვენ გვესმის, როგორ მუშაობს ბიზნესი, რა პრობლემები აქვთ მფლობელებსა და მენეჯერებს,  როგორ უნდა გადაიჭრას ეს გამოწვევები… ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტრატეგიულ განვითარებას, რეალურ მხარდაჭერასა და ზრდის ხელშეწყობას.

სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება?

Shetsiruli & Partners აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნესთან და მზადაა ახალი პარტნიორებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს www.shpartners.ge  და სოციალურ ქსელებს.

Shetsiruli & Partners – თქვენი ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობა!

[R]

ისარგებლე Trade In აქციით და შეიძინე უახლესი Samsung Galaxy S25 სერია

გაიცანით Opera Air — „პირველი ბრაუზერი“ მომხმარებელთა კეთილდღეობის ხელსაწყოებით