in

რასისტული და შეურაცხმყოფელი რეკლამა

როდესაც რეკლამას აკეთებ და ამით შენ მომხმარებლის ფართო აუდიტორიას უნდა მიმართო, აუცილებელია რეკლამას სხვისი თვალითაც შეხედო.

რას იტყვის რეკლამაზე, როდესაც მას სექსისტი ნახავს, რასისტი და საერთოდ რეკლამას ყველა -იზმის და -ისტის თვალით შეხედეთ.

ცნობილ კომპანიებს ხშირად ეპარებათ მსგავსი დეტალები, რის გამოც თავის მართლება და სასამართლოში სირბილი უწევთ. კომპანია თუ თვლის, რომ ვიდეო უბრალოდ იუმორის ნაწილია, მომხმარებელმა შეიძლება ეს სერიოზულად მიიღოს.

აი ამ დროს მომხმარებელს მხარზე ხელს ვერ დაადებ და ვერ ეტყვი “ეს უბრალოდ ხუმრობა იყო”…

ასეთი “მწარე” შეცდომა All Nippon Airways-ში მოუვიდათ.

რეკლამა, რომლის სიუჟეტის მიხედვით ორი ადამიანი საუბრობს იმაზე, თუ როგორ გახადონ ავიაკომპანია ევროპელებისთვისაც მომხიბვლელი. გამოსავალსაც პოულობენ, იაპონელებსაც უნდა ჰქონდეთ “ევროპული ცხვირი და ევროპელივით ღია ფერის თმა”.

ამ ვიდეომ იაპონელებიც და ევროპელებიც “გააბრაზა”. სოც. ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ვიდეოს სხვა ვერსია გადაიღო.

http://youtu.be/DCjxzpSrFP4

ხუთი მითი

სოციალური მედიის მითოლოგია

კარმენ ელექტრამ Volkswagen-ის რეკლამა ჩაშალა