26 თებერვალს ქართველმა კალათბურთელებმა ახალი ისტორია დაწერეს, რასაც მთელი ქვეყანა განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რამდენად დიდი ვნებათაღელვა, აღტაცებული შეძახილები და ზოგჯერ დამწუხრებული ამოქშენა გველოდა… ეს ხომ თამაშია — თამაში, რომლის მოგებამაც არა მხოლოდ ჩვენი კალათბურთელები, არამედ ყოველი ჩვენგანი ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
საქართველოს ბანკმა კი, JWT Metro-სთან ერთად, ამ დღემდე დიდი ხნით ადრე დაიწყო გამარჯვებული ნაკრების წარმატების აღნიშვნა, თუმცა თამაშის დასრულებამდე ეს არავინ იცოდა. მათი ვიდეორგოლი „შევხვდებით ახალ სიმაღლეზე“ ერთგვარად იმ რწმენით და იმედით შეიქმნა, რომლითაც ყველა მოულოდნელად ველოდით ისტორიულ გამარჯვებას.