23
Aug
2016

შეხვდი სიკვდილს ელეგანტურად – Centrepoint–ის ვიდეორგოლი

23 Aug 2016

კობი
კობი


ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე, ყოველდღიურობა კი პრობლემებით. არ არსებობს ადამიანი ვისაც რაიმე სახის დაბრკოლებები არ ხვდება. თუმცა, არსებობენ ისეთები ვინც ამ სირთულეებს ელეგანტურად ხვდებიან, ამისთვის საჭიროა თანხა პირად ანგარშზე და დახვეწილი გემოვნება. შუა აზიის ტანსაცმლის სავაჭრო კომპანია Centrepoint  წარმოგიდგენთ საკმაოდ უცნაურ, მაგრამ დახვეწილ ვიდეორგოლს.

 

 

ვიდეო შავ–თეთრია, მანქანა რომელსაც სიმპატიური ახალგაზრდა მამაკაცი მართავს – ძველებური. უკანა სავარძელზე ელეგანტური ქალბატონი ზის ჩაფიქრებული და მთელი გზა ფანჯარაში იყურება. ასეთ, ერთი შეხედვით, არაჩვეულებრივ წყვილსაც კი აქვთ სერიოზული პრობლემები. მაგალითად, შეიძლება სწორედ მათი მანქანა გაჩერდეს რელსებზე საბედისწეროდ მომავალი მატარებლის პირისპირ, მაგრამ სწორედ ისინი შეხვდებიან სიკვდილს დახვეწილად და ელეგანტურად.

ვიდეორგოლზე სააგენტო BBDO Dubai-მ იმუშავა.

განხილვა