არავის არ აქვს შესანიშნავი სხეული, ყოველ შემთხვევაში ცოტაა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სრულყოფილად აღიქვამს.
მანეკენები, რომლებსაც მაღაზიები იყენებენ სრულყოფილი პარამეტრები აქვთ, მაგრამ ისინი რეალური ადამიანებისგან განსხვავდებიან. შვეიცარიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დღესთან დაკავშირებით, უნიკალური მანეკენები შექმნეს.
ინვალიდების ასოციაციამ რამოდენიმე ინვალიდის მანეკენი გააკეთა, რომელიც მათი ტანის მოყვანილობას ერთი-ერთში იმეორებს. შემდეგ ეს მანიკენები, ჩვეულებრივ მანეკენებთან ერთად, მაღაზიის ვიტრინებში დაალაგეს.
იდეა ორგანიზაცია Pro Infirmis ეკუთვნის. სილამაზე სრულყოფილების სინონიმი არ არის. ნახეთ, ციურიხში 3 დეკემბერთან დაკავშირებით ჩატარებული კამპანია.