in

შფოთვის ზოგიერთი მიზეზი ფიზიკურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული

M2
M2

ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, მთელ მსოფლიოში შფოთვის ეპიდემია მძვინვარებს და მისი დონე სულ უფრო იზრდება. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შფოთვისა და დეპრესიის გლობალური გავრცელება 25 პროცენტით გაიზარდა პანდემიის პირველ წელს.

ამ კრიზისის წინაშე მენტალური ჯანმრთელობის სფერო არც ისე ბევრს გვეუბნება. ზოგადი კონსენსუსის თანახმად, ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის პრობლემები ქიმიური დისბალანსის შედეგია, რომელიც დნმ-ის ნაწილია. გასაგებია, რომ ჩვენი შფოთვა ქიმიური ხასიათისაა, ის განისაზღვრება სეროტონინის დონით — ამიტომაც, ხშირად ფსიქოთერაპევტები გარკვეულ მედიკამენტებს და თერაპიებს გვთავაზობენ, რათა ჩვენი ფსიქიკური შაბლონები შეიცვალოს და სეროტონინის დეფიციტი აღმოიფხვრას.

უბრალოდ, აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მენტალური კეთილდღეობის განსაზღვრა ჩვენს გენებსა და ტვინის ქიმიას სცილდება — ის მოიცავს ანთებას, ნაწლავების ჯანმრთელობას, ძილს, კვებას, ჰორმონებს, ქრონიკულ ლიმბურ ჰიპერაგზნებას გადაუჭრელი ტრავმისგან და ადამიანის ძირითადი საჭიროებების არსებობასაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შფოთვა მხოლოდ ჩვენს თავში არ არის, არამედ მთელ სხეულზეა დაფუძნებული და სწორედ აქ უნდა დავიწყოთ მისი აღმოფხვრაც.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შფოთვა არ არის მხოლოდ თქვენს თავში; ის ძირითადად სხეულზეა დაფუძნებული და სწორედ აქ უნდა მოგვარდეს პირველ რიგში. თანაც, ძირითადად ორი სახის შფოთვას გამოყოფენ: რეალური (ან მიზანმიმართული) და პრევენციული.

ნამდვილი შფოთვა ჩვენი შინაგანი კომპასია, რომელიც გვაიძულებს, ყურადღება მივაქციოთ, რა ხარვეზებია ჩვენს ცხოვრებაში — როგორც პირადში, ისე ზოგადად სამყაროში. ასეთი შფოთვის შემთხვევაში სიმპტომები ბევრ რამეს გვეუბნება და აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ. . იმის ნაცვლად, რომ ვიკითხოთ: „როგორ შევაჩერო ამ შფოთვის შეგრძნება“, უნდა ვიკითხოთ: „რას მეუბნება ჩემი შფოთვა?“

მეორე მხრივ, პრევენციული შფოთვა ხშირად ისეთივე მარტივია, როგორც ჩვენი სხეულის რეაქცია სტრესის საპასუხოდ. ის ტვინს სიგნალს უგზავნის, რომ რაღაც არასწორია, ის კი „ზუსტ“ ანალიზს გვთავაზობს მოცემული მდგომარეობის შესახებ.

მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ყოველთვის არის რაღაც სანერვიულო. და მიზეზი იმისა, რის გამოც კონკრეტულ მომენტში შფოთვას განვიცდით, ყოველთვის ფიზიოლოგიურ დისბალანსთან არ არის დაკავშირებული — არამედ ეს შეიძლება სისხლში შაქრის დაბალ დონესთან ან დაღლილობასთან იყოს დაკავშირებული

ცხადია, გამოსავალი არ არის მსოფლიოში მწუხარების ყველა წყაროს დევნა, არამედ ფიზიკური სხეულის დონეზე შფოთვასთან გამკლავება და არასაჭირო სტრესული რეაქციების აღმოფხვრა.

 

წყარო: Washington Post

2022 წელს ალდაგმა მომხმარებლებს 43 მილიონი ლარი აუნაზღაურა

ამბავი ადამიანების სიძლიერეზე — GoFundMe-ის ვიდეორგოლი