in

საქართველოს შიდა ტურიზმის ნახევარი ნათესავ-მეგობრების მონახულების მიზანს უკავშირდება

საქსტატმა ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები (III კვარტალი, 2018 წელი) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შიდა ტურიზმის თითქმის ნახევარი, უფრო ზუსტად კი 46.5%, ნათესავ-მეგობრების მონახულების მიზანს უკავშირდება. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 29.1 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

BOG
BOG

2018 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 985.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.2 მილიონი ვიზიტი. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 583.2 ათასით განისაზღვრა, რაც 0.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით:

ამგვარად, 2018 წლის III კვარტალში, შიდა ტურიზმის 46.5% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზანს უკავშირდება, შემდეგი, 16.2%-ით არის დასვენება, გართობა და რეკრეაციის მიზნები, შოპინგისთვის შიდა ტურიზმს ვიზიტორთა 13.9% მიმართვს, მკურნალობა-გაჯანსაღების მიზეზი ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას 8.5%-ს აქვს  და ა.შ.

2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 3%-ით ჩამორჩება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯის მოცულობას, შემცირებულია 3.7 პროცენტით და 160.7 ლარს უტოლდება.

იტალიელი ხელოვანის ინფრაწითელი ფოტოგრაფია

„ზედაზენს” „ბავარიას“ წარმოების ექსკლუზიური უფლება 2026 წლამდე გაუგრძელდა