31
Jan
2019

მითოლოგიური ქიმერები და 3D პრინტერით დაბეჭდილი კოსტიუმები – ჰოლანდიელი დიზაინერის კოლექცია

31 Jan 2019

ჰოლანდიელმა დიზაინერმა – აირის ვენ ჰერპენმა ახალი კოლექცია Shift Souls წარმოადგინა. 21 იანვარს, პარიზში გამართულ ჩვენებაზე 18 კოსტიუმი იყო წარმოდგენილი, მათი ნაწილის შესაქმნელად დიზაინერმა 3D პრინტერით დაბეჭდილი დეტალები გამოიყენა. კოლექციის შთაგონებაზე საუბრისას დიზაინერი მითოლოგიურ ქიმერებს, ადამიანის ფორმების ევოლუციასა და იაპონურ მითოლოგიას ახსენებს.

mBank QR
mBank QR

„Shift Souls-ის შესაქმნელად ვაკვირდებოდი ადამიანის ფორმის ევოლუციას, მის იდეალიზაციას დროის სხვადასხვა მონაკვეთში და ქალური ფორმების ჰიბრიდიზაციას მითოლოგიაში. წარმოსახვა და ადამიანის არამდგრადი, თხევადი მდგომარეობა იდენტობის ცვლილების კუთხით იქცა ჩემს შთაგონებად. იაპონურ მითოლოგიაში არსებული იდენტობების ცვლილების შესაძლებლობის გააზრებით, მე აღმოვაჩინე იდენტობის უფრო ღრმა მნიშვნელობა და გავიგე, რამდენად არამატერიალური და მუტირებული იდენტობის მქონე არსებებად შეიძლება ვიქცეთ დროთა განმავლობაში, ციფრულ სხეულებთან შეზრდის პირობებში“, – აირის ვენ ჰერპენი.

დიზაინერის თქმით, მეცნიერების მიერ პირველი წარმატებული ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ, რომელიც ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდის შექმნას უკავშირდებოდა, ჩვენი მითოლოგიური ოცნებები სულ უფრო გვიახლოვდება. თუმცა, მსგავსი ექსპერიმენტების ეთიკური მხარე ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ვენ ჰერპენი კოლექციით ამ რეალობის მოახლოებას გამოხატავს. ანუ იმას, რომ მითოლოგიურმა პერსონაჟებმა, მუტირებული და ჰიბრიდული სხეულებით, მალე შესაძლოა, ჩვენს ყოველდღიურობაშიც კი გადმოინაცვლონ.

განხილვა