in ,

“შილდა” – ახალი ქართული ღვინის ბრენდინგი

“შილდა” ახალი ბრენდია ქართულ ბაზარზე, რომელიც, ღვინის 14 სახეობასთან ერთად, კონიაკსაც აწარმოებს. მისი სახელწოდება სოფელ შილდასთან არის დაკავშირებული, რომელიც ყვარლიდან 20 კილომეტრის მოშორებით, კავკასიონის ქედის ძირში მდებაროებს. ისტორიული წყაროების ცნობით, ვაზის კულტურას ადგილობრივები ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ, რასაც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი სამუშაო იარაღები და ღვინის ჭურჭელი ადასტურებს. ღვინის გარდა, კომპანია ბრენდსა და საკონიაკე სპირტსაც აწარმოებს. საკონიაკე მასალა ძირითადად რქაწითელისგან მზადდება. ევროპულად დადუღების შემდეგ, მათი დაძველება მუხის კასრებსა ან რეზერვუარებში ხდება.

BOG
BOG

“შილდას” ლოგოსა და შეფუთვაზე სარეკლამო კომპანია ABK-მ იმუშავა. რადგანაც კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის სახეობები საქართველოს ყველა კუთხეს აერთიანებს გადაწყდა, რომ ეტიკეტზე დავით კაკაბაძის მიერ შექმნილი ცნობილი ქართული პეიზაჟები ყოფილიყო დატანილი. კაკაბაძის ხაზით სულ  ღვინის 10 სახეობა არის  ნაწარმოები, ხოლო  პრემიუმ ხაზით  – 4. კომპანიამ ნამუშევრის ეტიკეტზე დატანის უფლება ექსკლუზიურად მხატვრის ოჯახთან თანხმობით მოიპოვა.

Call for Entries is Open. 9th International Advertising Festival «White Square»

ACAG-ის პოსტერების კონკურსი დასრულდა! – ბრძოლა პირატებთან