19
Jun
2019

ქართული ღვინის ბრენდმა ევროკავშირის ჯილდო მიიღო

19 Jun 2019

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი ქართული ღვინის კომპანია „შილდა“ გახდა. დაჯილოდოების ცერემონია ბრიუსელში გაიმართა.

„ევროკავშირისა და ევროპის ბანკის პროექტში „კავკასიის ენერგოეფექტური პროგრამა“ მონაწილეობით,  ღვინის კომპანია „შილდამ“  ღვინის წარმოების „ეკომეგობრული“ პროცესების დანერგვა 2016 წელს დაიწყო.  ამით ის რეგიონში პირველი ენერგოეფექტური ღვინის საწარმო გახდა. დღეს, 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და ყოველწლიურად, ელექტროენერგიის გადასახადებზე €60 000-ზე ზოგავს“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდგრადი ენერგეტიკის დაჯილდოების პროექტში 6 ქვეყნის 50-ზე მეტი საწარმო მონაწილეობდა. აქედან, ჟიურიმ 6 ფინალისტი დაასახელა. მათ შორის მოხვდა „შილდა“. საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა კი, „ონლაინ“ ხმის მიცემის რეჟიმში, 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.

„აღსანიშნავია, რომ „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის ჯილდო“-ს ცერემონია ევროკავშირის „მდგრადი ენერგიის კვირეულის“ ნაწილია და პირველად ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). ღონისძიება მიზნად ისახავს ენერგოეფექტური, განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას.

განხილვა