იმ დროს, როდესაც ჩვენთან პურის რიგები მხოლოდ წარსულის მწარე მოგონებად რჩება, არიან ქვეყნები სადაც მსგავსი ფაქტი არა თუ მოგონება, არამედ მტკივნეული რეალობაა. ვენესუელა არის ქვეყანა, რომელიც განიცდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისს და სადაც ადამიანები პროდუქტების რიგებში დღეების განმავლობაში დგაგნან. რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ დროს ბევრი უბედური შემთხვევაც ხდება, მაგალითად ისეთი, როგორიც კბილის პასტის გამო ადამიანის მკვლელობაა. ბარუტას მუნიციპალიტეტმა ამ სიტუაციაში ხალხის დახმარება გადაწყვიტა და სააგენტო J. Walter Thompson–ის დახმარებით, ძალიან სასარგებლო აქტივობა განახორციელა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა კვლევა და გამოვლინდა რომ მოსახლეობის 78%, ასე თუ ისე, აქტიური იყო სოციალურ ქსელებში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიქმნა სოციალური მარკეტი, რომლის დახმარებითაც მოსახლეობას ერთმანეთში მშვიდად, დალაგებულად და აურზაურის გარეშე შეეძლო გადაეცვალა პროდუქტები. სოციალურმა მარკეტმა ისე წარმატებულად ჩაიარა და საზოგადოებაც იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ იგეგმება მისთვის რეგულარული ხასიათის მიცემა.