in

შიმშილის თამაშები – საბაუნის ბირთვისული ამბები

თვალებახვეული, მხოლოდ კარვისა და საძილე ტომრის ამარა რომ დაგტოვონ დაბურულ ტყეში, როგორ მოიქცეოდით?

BOG
BOG

რა უნდა ქნა, როდესაც არ იჭერს ტელეფონი, არ გაქვს საჭმელი და თან ღამდება?…

წარმოგიდგენთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის განსხვავებულ და ექსტრემალურ პროექტს „შიმშილის თამაშები“.

პროექტი საბაუნის ტურიზმის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დაიგეგმა. ერთი თვით ადრე სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები და გამოცდა. შერჩეულ 10 მონაწილეს გაუჩხრიკეს ჩანთები, ხელი მოაწერინეს პროექტში მონაწილეობაში თანხმობაზე და თვალებახვეულები დატოვეს ბირთვისში. მონაწილეებმა არ იცოდნენ, სად უნდა ეცხოვრათ 2 დღე სრულიად მარტო უცხო გარემოში. მათ უნდა ეპოვათ მინიშნებები და საჭმელი.

პროექტი ბრიტანული Bear Grylls Man vs Wild პროექტის ანალოგია და ის საქართველოში არ ჩატარებულა. ის გულისხმობს სრულიად უცნობ, ველურ პირობებში ადაპტაციას.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, დაცული ტერიტორიებისა და  ლაშქრობის, როგორც შიდა ტურიზმის პრომოუშენს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მომავალშიც არაერთ ინოვაციურ პროექტს შემოგთავაზებთ.
#საბაუნიმოლოდინზემეტი

 

[R]

ცალი თვალით სმარტფონში! – Movistar-ის პრინტ კამპანია საჭესთან ტელეფონის გამოყენების წინააღმდეგ

რამდენიმე საინტერესო წუთი Kung Fu Junkie-სთან ერთად – ქართული რიტმი