in

როგორ ვებრძოლოთ „შინაგან კრიტიკოსს″?

ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შეგვიძლია, იმის დაჯერებაა, რომ რაღაც არ შეგვიძლია ან ვერაფერს მივაღწევთ. კომიკოსი ნილ ბრენანი სწორედ თვითკრიტიკასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე საუბრობს — „ძალიან დიდი ეჭვები მქონდა იმასთან დაკავშირებით, შემეძლო თუ არა რამის გაკეთება. ჯიბეში მხოლოდ ერთადერთი ბარათი მქონდა, რათა პოტენციურ შოუებში მიმეღო მონაწილეობა. თუმცა შემდეგ ჩემივე თავს შევახსენე, რომ რაღაც ღირებული მქონდა″. 

რა თქმა უნდა, ნილის შემთხვევა რაღაც გამონაკლისს არ წარმოადგენს. ყველა ჩვენგანს ჰყავს შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც გამუდმებით რაღაცებს ჩაგვჩინებს: მაგალითად, რამდენად ცუდი ხართ, სულელი, ეგოისტი ან რაიმე სხვა… მოკლედ, დანდობის ზღვარი არ არსებობს, ყველაფრის კადრება შეგვიძლია საკუთარი თავისთვის. ეს განცდა კი, რომ საკმარისად კარგი არ ვართ, ძალიან შემაწუხებელია.

მაგალითად, შეიძლება დედლაინები თავზე გვეყაროს და არც კი ვიცოდეთ, როდის დავასრულებთ მათ. ამასთან, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის გვიწევს მუდმივი არჩევანის გაკეთება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გვაფიქრებინებს, რომ საკმარისი არ ვართ. ამას ერთგვარი გაჭედილობის განცდაც მოჰყვება. სწორედ მსგავს მომენტში უნდა გავითავისოთ ეს მარტივი მოცემულობა: ნუ გაამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რამდენი გაქვთ გასაკეთებელი. ამის ნაცვლად, დაფიქრდით, უკვე რამდენი გაქვთ გაკეთებული.

ამას „გადაფასების წესსაც“ უწოდებენ, როგორც ემოციური ინტელექტის ერთ-ერთ მთავარ გასაღებს. ასე ვთქვათ, მარტივი ჩარჩოა, რომელიც რთულ მომენტებში გვეხმარება ემოციების გაგებასა თუ მართვაში. რეალურად, აღნიშნული წესი ემოციებისა და მეხსიერების შესწავლას ემყარება.

ნაშრომში, სათაურით Headwinds/Tailwinds Assymetry ორი ფსიქოლოგი, შაი დავიდაი და თომას გილოვიჩი, განმარტავენ, რომ ცხოვრებაში უმეტესად დაბრკოლებებსა თუ გამოწვევებზე ვფოკუსირდებით; ხოლო პოზიტიური ამბები მალევე გვავიწყდება. ამ ტენდენციასთან გასამკლავებლად კი ზუსტად ზემოხსენებულ მეთოდზე უნდა ვფოკუსირდეთ — ვიფიქროთ, რამდენი რამ გვაქვს გაკეთებული.

„Starcom Georgia-მ გამომიცხადა ნდობა, რომელიც უკვე 12 წელია გრძელდება“ – დარინა ჭიხვარია

კომპანია Boxette Georgia-მ ამერიკიდან ამანათების ჩამოტანა დაიწყო