შინაურ ცხოველებს მათი მოყვარული ადამიანების ცხოვრებაში საოცრად დიდი ადგილი უჭირავთ. ზოგი შეუცვლელი მეგობარია, ბევრიც მარტოობისგან მხსნელი, სხვები კი ხშირად ახალი ურთიერთობების დაწყებაში გვეხმარებიან. იმ სითბოსა და საოცარი ემოციების სანაცვლოდ, რასაც ამ საყვარელი არსებებისგან ვიღებთ, სანაცვლოდ მხოლოდ ზრუნვაა საჭირო. Blue Cross-ი სწორედ ამით არის დაკავებული, ცხოველების ჯანმრთელობასა და მათთვის მოსიყვარულე ოჯახების პოვნა ორგანიზაციის მთავარი საზრუნავია. კომპანიამ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენოს რამხელა ბედნიერების მომტანი არიან შინაური ცხოველები, ძალიან თბილი სარეკლამო ვიდეორგოლი შემოგვთავაზა, რომელზეც სააგენტო LIDA-მ იმუშავა.