31
Jul
2019

საქართველოდან ოსკარზე ფილმი “შინდისი” გაიგზავნება

31 Jul 2019

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – „შინდისი“ წარადგენს. ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებს შეეხება. გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი ხუთი ქართული ფილმი იყო წარდგენილი:

ნინო ჟვანიას “აღლუმი”
მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”

განხილვა