in

„შინვუდი“ – ბუნება, სიმშვიდე და კომფორტი თბილისთან ახლოს

დედაქალაქის სწრაფი ურბანიზაცია, გადატვირთული ქუჩები, დაბინძურებული ჰაერი და მტვერი, მწვანე ნარგავების ნაკლებობა და ცხოვრების სწრაფი ტემპი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას ახდენს. თუ დროის უმეტეს ნაწილს ასეთ გარემოში ვატარებთ, უარყოფით შედეგებს ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ვიგრძნობთ. ამის საპირისპიროდ ბუნებაში ყოფნა პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე. მეტიც, უკვე კვლევით დადასტურდა, რომ გამწვანებულ გარემოში ცხოვრება დაბერებას უჯრედულ დონეზე ანელებს. 

კვლევის თანახმად, მწვანე ნარგავები და ჯანსაღი გარემო პირდაპირ არის დაკავშირებული ჯანმრთელ გულსისხლძარღვთა სისტემასა და ძლიერ იმუნიტეტთან, რაც ასეთი მნიშვნელოვანია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. 

ეკოლოგიური გამოწვევების გამო სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, იცხოვროს მწვანე ნარგავების გარემოცვაში, ხმაურისა და გამონაბოლქვისგან შორს, თუმცა ამავდროულად ქალაქთან და ურბანულ სერვისებთან ახლოს. თბილისიდან 23 კილომეტრში, საგურამოს მიმდებარედ, სოფელ ახატანთან მდებარეობს სწორედ ასეთი სააგარაკე დასახლება – „შინვუდი“, რომელიც მთლიანად ტყეშია ჩაფლული. პროექტი იმგვარად არის დაგეგმარებული, რომ ყველა მოსახლემ ადვილად შეძლოს საფეხმავლო ბილიკით შესვლა ტყესა და ცენტრალურ პარკში. ხელუხლებელი ლანდშაფტი და მრავალფეროვანი სახეობის ხე-მცენარეები ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს, რომელიც აქ ცხოვრებას ყველა სეზონზე სასიამოვნოს ხდის.

სააგარაკე დასახლება მდებარეობს ზღვის დონიდან 820-870 მეტრზე და აქ თბილისთან შედარებით საშუალო ტემპერატურა წლის განმავლობაში 3-4 გრადუსით ნაკლებია. „შინვუდიდან“ იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები ტყესა და კავკასიონზე, რომელიც სიმშვიდესა და ჰარმონიას ქმნის. 

„შინვუდი“ მოიცავს 35 ჰექტარ ტერიტორიას, რომელიც 289 საცხოვრებელ მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი. კომპანია გთავაზობთ მიწის ნაკვეთებს, რომელზეც მოწყობილია ყველა ტიპის კომუნიკაცია, შემოსაზღვრულია ღობით და დამონტაჟებულია ჭიშკარი. ნაკვეთების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. ამჟამად დაწყებულია მე-4 სექტორის გაყიდვები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მიწების შეძენა 500-1300 კვ.მ.-მდე.

„შინვუდის“ მთელს ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ყველა ტიპის კომუნიკაცია: წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი. აღსანიშნავია, რომ ყველა კომუნიკაციის ქსელი მიწის ქვეშ არის გაყვანილი, რაც დასახლებას თავის ესთეტიკას უნარჩუნებს. ასევე დასრულებულია შიდა გზების მოწყობა ინერტული მასალით. 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია გზების საბოლოო საფარის დაგება, სარეკრეაციო სივრცეებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა. მიწის ნაკვეთების რეალიზაციის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს საერთო სარგებლობის სივრცეების მოვლა-პატრონობასა და დაცვას.

„შინვუდის“ კონცეფცია, იცხოვრო ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა და ჰარმონიულ გარემოში, თუმცა ქალაქთან ახლოს, სრულად პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და ურბანიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომელთა შორის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა უპირველესია.

„ჩვენ გვჯერა, რომ დასახლება ცოცხალია მანამ, სანამ იქ ადამიანები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ამიტომაც ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად არანაკლებ ყურადღებას ვუთმობთ „შინვუდის“ მაცხოვრებლებს შორის ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. „შინვუდი“ აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც ქმნიან დასახლების სულს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

პროექტის ფილოსოფია ეფუძნება გარემოსდაცვით პრინციპებს, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობისას ნარჩუნდება ტყის ბუნებრივი საფარი. დენდროლოგიური პროექტის მიხედვით რეკრეაციულ სივრცეში გათვალისწინებულია 20-მდე სხვადასხვა სახეობის 300-ზე მეტი ხე-მცენარის დარგვა. სამშენებლო სამუშაოებისას მინიმუმამდეა დაყვანილი  გარემოზე ზემოქმედება, რადგან არსებული ლანდშაფტის შენარჩუნება კომპანიისთვის პრიორიტეტულია. 

ბუნებასთან ფიზიკური და ემოციური სიახლოვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომლებიც სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე თითქმის მოწყდნენ ეზოებსა და პარკებში თამაშს. „შინვუდის“ გამორჩეული გარემო და ინფრასტრუქტურა მათ საშუალებას მისცემს, მეტი დრო გაატარონ ბუნებაში, თანატოლებთან ერთად ითამაშონ სუფთა ჰაერზე, გაეცნონ ბიომრავალფეროვნებას და გააკეთონ ახალი აღმოჩენები. ამავდროულად, ქალაქთან სიახლოვის გამო მათ მარტივად ექნებათ წვდომა  საჭირო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თუ სხვა სასურველ ობიექტებთან.

დასახლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ ტერიტორიაზე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმა ქაოსურ მშენებლობას გამორიცხავს. „შინვუდში“ მიწის ნაკვეთების მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანიის მიერ დამუშავებული სახლის პროექტი. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე საკუთარი პროექტით მშენებლობას გადაწყვეტს, ის შეთანხმებული უნდა იყოს „შინვუდის“ არქიტექტორებთან, რათა დასახლების საერთო იერსახე და სტილი არ დაირღვეს.

„შინვუდის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიწის ნაკვეთის შესარჩევად ან კომპანიის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად მიჰყევით ბმულს.

[R]

დომინო 10 წლისაა – ერთი სივრცე, სადაც რემონტი ფესტივალად იქცევა

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მასშტაბური ფილიალი გაიხსნა