იაპონელმა კრეატორებმა მორიგი ვირუსული რეკლამა გადაიღეს. რეკლამა კოსმეტიკურ ბრენდ “Shiseido”-ს ეკუთვნის და მისი გადაღებისთვის მთელი კლასის “გაშეშება” მოუწიათ.
ვიდეოში მოსწავლე გოგონა ნელ-ნელა ბიჭად გადაიქცევა. სანამ ვიზაჟისტები გოგონას გარეგნობაზე მუშაობდნენ, მანამდე მთელი კლასი გაუნძრევლად იჯდა, რათა კადრში სიმეტრია არ დარღვეულიყო და ყველაფერი უფრო მეტად ბუნებრივი ყოფილიყო.











