in

ეჭვები და შიშები, როგორც გიგანტური ცხოველები – პოლონელი ხელოვანის საინტერესო ნამუშევრები

დეპრესია და ეჭვები, საკუთარ შესაძლებლობებთან დააკავშირებით, საკმაოდ რთული გადასალახი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, შესაძლებელია ეს სისუსტეები რაღაც განსაკუთრებულად ვაქციოთ. სწორედ ამას ამტკიცებს პოლონელი ხელოვანის დევიდ პლანეტას ახალი პროექტი. ნამუშევრებზე გამოსახულია პატარა ადამიანი, რომელიც დაბურულ უღრან ტყეში საკუთარ შიშს, ეჭვებს უზარმაზარი ცხოველების, ქვის ფიგურების სახით  ხვდება და მათ გადალახვას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრები საკმაოდ ბნელი და ერთი შეხედვით, შეიძლება ცოტა შემზარავიც იყო, მაინც საოცრად მისტიური, მიმზიდველი და საინტერესოა.

BOG
BOG

დაკარგული ადამიანების ფოტოები Espresso-ზე – ბრაზილიური კამპანია გაუჩინარებული ადამიანების საპოვნელად

როგორ ვისწავლოთ დამახსოვრება – პირველი „მეხსიერების აკადემია” საქართველოში!