in

რატომ გვიყვარს, როცა გვეშინია?

M2
M2

შიში ცოცხალი არსებების ფუნდამენტური, ღრმად დაპროგრამებული პასუხია, რომელიც ბიოლოგიური ისტორიის განმავლობაში განვითარდა — ის ორგანიზმებს მათი მთლიანობის ან არსებობის საფრთხისგან იცავს. გვიყვარს და გვძულს, ძნელია იმის უარყოფა, რომ აშკარად პატივს ვცემთ მას — ადამიანებმა ხომ მთელი დღესასწაულიც კი მიუძღვნეს შიშს…

ტვინისა და ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ ფიქრი, ზოგიერთი ძირითადი ქიმიკატი, რომელიც ხელს უწყობს ბრძოლა/გაქცევის პასუხს, ასევე მონაწილეობს სხვა დადებით ემოციურ მდგომარეობებში, როგორიცაა ბედნიერება და მღელვარება. ამრიგად, ლოგიკურია, რომ მაღალი აღგზნების მდგომარეობა, რომელსაც პანიკის დროს განვიცდით, შეიძლება უფრო პოზიტიურადაც დავინახოთ.

ამის პარალელურად, მთავარი ფაქტორი, თუ როგორ განვიცდით შიშს, დაკავშირებულია კონტექსტთან. როდესაც „მოაზროვნე“ ტვინი „ემოციურ“ ტვინს უკუკავშირს აძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ უსაფრთხო ადგილას ვიმყოფებით, შიშის მდგომარეობიდან სიმშვიდეში გადავდივართ. მაგალითად, ჰელოუინის დღესასწაულზე ყველა ჩვენგანი მზადაა მოჩვენებითი საფრთხისთვის — შესაბამისად, შეგვიძლია, სწრაფად ვაკონტროლოთ შიში. ხოლო თუ ღამით ბნელ ხეივანში სეირნობთ და მოულოდნელად უცნობი ადამიანი აგედევნათ, ტვინი მომენტალურად გაფრთხილებთ, რომ გაქცევის დროა…

როგორ გავიგოთ განსხვავება?

სხვა ცხოველების მსგავსად, ჩვენ შიშს ძალიან ხშირად ვსწავლობთ პირადი გამოცდილებიდან, როგორიცაა აგრესიული ძაღლის თავდასხმა ან აგრესიული ძაღლის მიერ სხვა ადამიანების დაკბენა. თუმცა ადამიანებში ევოლუციურად უნიკალური და მომხიბლავი გზაა სწავლა — ჩვენ ვსწავლობთ სიტყვებისგან ან წერილობითი ჩანაწერებიდან. თუ ნიშანი ამბობს, რომ ძაღლი საშიშია, ძაღლთან ახლოს ყოფნა გამოიწვევს შიშის რეაქციას.

უსაფრთხოებასაც ანალოგიურად ვსწავლობთ: ძაღლის ჩვენთან ან სხვებთან „მეგობრული“ ურთიერთობის ნახვით.

რატომ უყვარს ზოგიერთ ჩვენგანს შიში?

შიში ერთგვარი ყურადღების გაფანტვაა, რაც შეიძლება დადებითი გამოცდილებაც იყოს. როდესაც რაღაც საშინელება ხდება, მოცემულ მომენტში გაცილებით დიდ სიფხიზლეს ვგრძნობთ და სხვა რაღაცებზე არ ვხარჯავთ ყურადღებას — იქნება ეს სამსახურში არსებული პრობლემები თუ გამოცდებზე ნერვიულობა. საბოლოოდ, ეს მოცემულობა გვაიძულებს, „აქ და ახლა“ ვიფიქროთ.

ასევე, შიშის სხვებთან გაზიარებისას ვხვდებით, რომ ხშირად ემოციები პოზიტიური გზითაა გადამდები. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და შეგვიძლია, ერთმანეთისგან ვისწავლოთ. მაგალითად, როცა შეშინებული მეგობრის ქცევებს აკვირდებით, რომელიც ყვირილიდან სიცილამდე სწრაფად იცვლის განწყობას, შეგიძლიათ სოციალურად გააცნობიეროთ მისი ემოციური მდგომარეობა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამ ფაქტორს — კონტექსტს, ყურადღების გაფანტვას, სოციალურ სწავლებას, დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ განვიცდით შიშს, ყველაფერი მაინც ჩვენს კონტროლზეა დამოკიდებული. როდესაც ვსაზღვრავთ, რა არის რეალური საფრთხე და რა არა, მარტივად ვაკონტროლებთ როგორც ემოციებს, ისე ქმედებებს.

4 კითხვა, რათა გაზომოთ და გააძლიეროთ მომხმარებელთა ნდობა

სჭირდება თუ არა თქვენს ბლოგს კორექტირება და რედაქტირება?