in

„შიშველი“ მაკარონი Dolmio-ს ბილბორდებზე

ცოტა ხნის წინ მსოფლიომ მაკარონის საერთაშორისო დღე იზეიმა, რასაც სოუსების ბრენდი Dolmio მეტად მიმზიდველი ბილბორდებით შეუერთდა — შიშველი ნუდლსები წარუდგინა მომხმარებლებს, რომელთა ფორმებიც ძალიან ჰგავს ადამიანებისას. გვითხრა, რომ Dolmio-ს სოუსების გარეშე ასეთი არასრულფასოვანნი არიან და ამ ამბავში The&Partnership-ის სააგენტო დაიხმარა.

BOG

ფოტოები სოფი ჰარის-ტეილორს ეკუთვნის. პროცესში ზუსტად ის განათება გამოიყენა, რომელსაც შიშველი სხეულების გადაღებისას იყენებენ ხოლმე. სკულპტურული კომპოზიციებიც შექმნა მაკარონის ფორმების ისე წარმოსაჩენად, რომ ადამიანებისას დამსგავსებოდა…

თუმცა არ გეგონოთ, რომ მხოლოდ დოლმიოს ჰგონია პასტა შიშველი სოუსის გარეშე — ბრიტანელი ზრდასრული მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ სოუსის გარეშე მაკარონის ჭამა დანაშაულია, ხოლო თაობა ზეტის წარმომადგენლები ექსპერიმენტებს ატარებენ სხვადასხვა სოუსზე, იქნება ეს თაფლი, ტრიუფელის ზეთი თუ კიმჩი, ამიტომაც მათთვის სოუსი კერძს სრლყოფილს ხდის და ასე დოლმიოს კამპანიის მთავარ გზავნილსაც ეხმიანება.

როგორ შეცვალა New Balance-მა სპორტული ფეხსაცმლის ინდუსტრიის ტრაექტორია

Disney-მ ჰელუინისთვის სპეციალური სკამი გამოუშვა