in

„შიშველი პროტესტი“ ბარსელონაში, ცხოველთა უფლებების დასაცავად

„რამდენი სიცოცხლე მხოლოდ ერთი ქურქისთვის?“ – ამ გზავნილით, ესპანეთში, კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში, ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, აქცია-პერფორმანსი მოეწყო. 16 დეკემბერს გამართული აქციის მონაწილეები ცხოველთა უფლებების დამცველები იყვნენ, რომლებმაც პროტესტის ორიგინალურ ხერხს მიმართეს – გაშიშვლდნენ, სხეულზე კი, სიმბოლურად, წითელი სითხე გადაისხეს. ისინი განასახიერებდნენ მოკლულ და გატყავებულ ცხოველებს. ამის შესახებ გამოცემა Independent წერს. აქტივისტების თქმით, განსაკუთრებულ პროტესტს მოდის ინდუსტრიაში არსებული წესები იწვევს, რომელთა თანახმადაც, სხვადასხვა სახის სამოსის შესაქმენლად, ცხოველთა ტყავი და ბეწვი გამოიყენება.

აქცია-პერფორმანსი არასამთავრობო ორგანიზაცია Anima Naturalis-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში მოღვაწეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია PETA-ს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ბეწვეულისა და ტყავის ნაწარმის 85% მიიღება მელიების, წაულებისა და მსგავსი ცხოველების გალიაში გამოკეტვის, შემდეგ კი მოკვლისა და გატყავების შედეგად.

აქცია-პერფორმანსის ამსახველ ვიდეომასალას ესპანური Euronews ავრცელებს:

„პატარა ნაბიჯიდან გიგანტურ ნახტომამდე ერთი დაშვებაა!“ – კურორტ გოდერძის საიმიჯო ვიდეორგოლი

„ციხიდან გაქცევა“ – დაუჯერებელი საშობაო ამბავი