ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

რას ნიშნავს „შხაპის ეფექტი“ და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება?

M2
M2

ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ ცხელი შხაპის მიღება, სხეულთან ერთად, გონებასაც ამშვიდებს — ნეგატიური ფიქრებისგან ცლის და შემოქმედებით აზრებს აჩენს. კვლევის მიხედვით, ეს ფენომენი ცნობილია, როგორც „შხაპის ეფექტი“, თუმცა მხოლოდ ბანაობისას არ ხდება… ტერმინი ზოგადად საუკეთესო იდეების გაჩენას ასახავს.

მაგალითისთვის, 2019 წლის კვლევაში მონაწილე ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი იდეების 20% მაშინ აფიქრდებოდათ, როდესაც ან ჭურჭელს რეცხავდნენ, ან შხაპს იღებდნენ. თანაც, აღსანიშნავია, რომ კრეატიული აზრები სამუშაო პროცესში გაჩენილი იდეების ტოლფასი იყო. „რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია შხაპის ქვეშ ისე კარგად, როგორც სამუშაო მაგიდასთან?“, — შენიშნავს ჯონათან შულერი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და ტვინის მეცნიერების პროფესორი.

თუმცა შხაპის დროს ამ სპონტანურ ფიქრებს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ეს არის „აჰა“ მომენტი — ერთგვარი ევრიკას მსგავსი, რომელიც შემოქმედებითი ჩიხის გადალახვაში გვეხმარება. რეალურად, მკვლევრებს ყოველთვის აინტერესებდათ გონების ე. წ. მოხეტიალე აზრები… ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, რაც კრეატიულობას უწყობს ხელს, ისე ნეგატიური, რომელიც უბედურებასთანაა ასოცირებული.

„ეს მოხეტიალე ფიქრები შეიძლება პრობლემური იყოს, თუმცა მისი ცნობისმოყვარე ბუნება სასარგებლოცაა ადამიანებისთვის“, — აღნიშნავს შულერი. კვლევის ფარგლებში ისიც კი გამოჩნდა, რომ მისი სარგებელი შედარებით ფართოა. 1100-ზე მეტ რესპონდენტზე ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, დადებითი ინტუიციური მომენტები შხაპის დროს 30%-ით მეტად წარმოიქმნებოდა; სიარულისას ეს მაჩვენებელი 13% იყო, ხოლო ვარჯიშისას — 11%.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განტვირთვის ისეთი ხერხები, როგორიცაა ფილმების ან სატელევიზიო შოუების ყურება, შხაპის მიღებისგან ძალიან განსხვავდება. როცა რაღაცას ვუყურებთ, ჩვენი ყურადღება ნანახზე კონცენტრირდება და ფიქრებიც მის ირგვლივ ფორმირდება; ხოლო შხაპის დროს თავისუფალი ვართ ყველანაირი გარე ნარატივისგან.

შემოქმედების წყარო

ახალი იდეებისა და კრეატიული აზრების გენერირების ჩვენი უნარი, სავარაუდოდ, ჩვენი ტვინის „ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელიდან“ (DMN) წარმოიქმნება — ტვინის რეგიონების კრებულიდან, რომლებიც აქტიურია, როდესაც ჩვენი აზრები შიგნითაა მიმართული.

შემოქმედებითობაში DMN-ის როლის მტკიცებულებები აშკარაა, რასაც 2022 წლის იანვარში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. ამ უკანასკნელის ფარგლებში 13 პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდათ, სიმსივნის ამოჭრის მიზნით. ოპერაციის დროს ისინი ფხიზლად უნდა ყოფილიყვნენ, რათა ქირურგებს ცერებრალური ქერქის ელექტრული სტიმულაციის გამოსახვა შესძლებოდათ. თავის მხრივ, პაციენტები შესაბამის დავალებებს ასრულებდნენ — ჩამოთვალეს ყოველდღიური ნივთების დანიშნულება. ხოლო, როცა ქირურგები ასტიმულირებდნენ ტვინის ნაწილს DMN-ში, პაციენტის კრეატიულ იდეებზე ფიქრის უნარი დროებით შეჩერდა.

მეცნიერების ბიოლოგიურ ნაწილს სხვა სიტყვებით თუ შევაჯამებთ, კრეატიულობა არსებითი ნაწილია იმისა, რაც ადამიანებად გვაქცევს. „ასე რომ, ვფიქრობ, ამ მექანიზმისა და მისი მუშაობის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი თავი თუ შესაძლებლობები უკეთ შევისწავლოთ“.

როგორ უნდა გამოიყენოთ შხაპის ეფექტი კრეატიულობის გასაძლიერებლად?

პირველ რიგში, აუცილებელია, დაისვენოთ. ბევრი ისეირნეთ ან მიიღეთ შხაპი — ასე არა მხოლოდ სტრესს მოიხსნით, არამედ აზროვნების სხვა რეჟიმზე გადასვლაშიც დაგეხმარებათ.

ეძებეთ ცვლილება. ჩვენი გარემოს შეცვლამ, შეიძლება, ახალ აღმოჩენებამდე მიგვიყვანოს, რადგან ტვინში ახალი სტიმული ვლინდება. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ცვლილება ნამდვილად გიზიდავთ.

აუცილებლად გამოიჩინეთ შეუპოვრობა. ფსიქოლოგების თქმით, კრეატიულობა კუნთის მსგავსია და ხშირი „გამეორებით“ უმჯობესდება.

იფიქრეთ იმაზე, რა გიბიძგებთ კრეატიული აზროვნებისკენ. შულერი გვთავაზობს, ვიფიქროთ, რას აკეთებს ჩვენი გონება სხვადასხვა აქტივობის დროს, რათა მოვძებნოთ გამოცდილება, რომელიც გონებას მეტად შემოქმედებით მდგომარეობაში აყენებს.

რაში ცდებიან მარკეტერები, როცა ცვლილებებს განიხილავენ?

„იზრუნე საახალწლო განწყობაზე“ – „ირაოს“ ილუსტრაციების სერია

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.